სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12157

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
გიორგი ავთანდილის ძე პაიჭაძე. საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დაბ. 1959წ. გიორგი ავთანდილის ძე პაიჭაძე. საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დაბ. 1959წ.
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი პაიჭაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

გიორგი ავთანდილის ძე პაიჭაძე. საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დაბ. 1959წ.

გიორგი ავთანდილის-ძე პაიჭაძე

პაიჭაძეების საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე


დაიბადა ქალაქ თბილისში, 1959 წლის 12 დეკემბერს, მოსამსახურის ოჯახში. მამა - ავთანდილ სოლომონის-ძე პაიჭაძე, ცნობილი ფეხბურთელი და სპორტის ოსტატი, თბილისის „სპარტაკი“-ს კაპიტანი და თბილისის „დინამო“-ს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი. დედა -  ქეთევან ესტატეს-ას ეპიტაშვილი, პროფესიით იურისტი. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი. მეუღლე - ლელა რევაზის-ას ტრაპაიძე, პროფესიით ფილოლოგი. შვილები ქეთევანი, ნინო და მარიამი. შვილიშვილები ანასტასია და სალომე ეპიტაშვილები, ანინე ბარნაბიშვილი. ძმა სოლომონ ავთანდილის-ძე პაიჭაძე.

მამა წარმომავლობით იყო. სოფ. ონჭიქეთი (ჩოხატაური)

განათლება:

1966-1976  წწ.  -  თბილისის №1 საშუალო სკოლა (პირველი კლასიკური გიმნაზია).

1976-1981 წწ. -  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობა - ინჟინერ-მექანიკოსი.

1979-1982 წწ. - სპი-ს კინო-ხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობა - დოკუმენტური და ტექნიკური ფილმების ავტორ-ოპერატორი.

1989-1990 წწ. -  ბიზნესის უმაღლესი (მენეჯერთა) სკოლა (ESM, დღევანდელი თავისუფლების ინსტიტუტი), სპეციალობა - მენეჯერი.

1990 წელი - ბიზნესის (მენეჯერთა) კურსი (ავსტრია, ვენა).

1973-1976 წწ. - თბილისის ფეხბურთის ახალგაზრდული სკოლა (მწვრთნელი ვლადიმერ  ელოშვილი).

1976-1979 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფეხბურთის გუნდი (მწვრთნელი ომარი უთმელიძე).

1981 წლიდან იწყებს შრომით საქმიანობას. 

1981-2004 წლებში მუშაობდა თბილისის ინსტრუმენტალურ ქარხანაში (შემდგომში სს. „ლითონმჭრელი იარაღები“, ს.ს. „დელტა-ს“) სხვადასხვა თანამდებობებზე. მის ლიკვიდაციამდე იყო გაერთიანების კომერციული დირექტორი.

1990-2020 წლებში მუშაობა გააგრძელა კერძო სექტორში. იყო სამეცნიერო-საწარმოო კომპანია შ.პ.ს. „ინოტექსი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი, საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია შ.პ.ს. „გეოტურტრანსი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

2021 წლიდან დღემდე მუშაობს ს.ს. თამ „თბილავიამშენი“-ში, ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

2013 წლის 12 მაისს პაიჭაძეების საგვარეულოს წარმომდგენლებთან ერთად დააფუძნა „პაიჭაძეების საგვარეულო კავშირი“. იმავე დროს საგვარეულო კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა გვარის წინამძღოლად.

2013 წლის 15 დეკემბერს, წმ. სამების საკათედრო ტაძარში გვარი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრირქმა ილია მეორემ.


მამა: პაიჭაძე ავთანდილ სოლომონის-ძე 1923-1995 წწ. სპორტის ოსტატი, ფეხბურთი დაბ. ქ. ფოთი


მამის ძმა: ბორის პაიჭაძე (დ. 3 თებერვალი, 1915, ონჭიქეთი (ჩოხატაური) გ. 9 ოქტომბერი, 1990, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი. ყველა დროის ერთ-ერთ უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.



მამის მამა – სოლომონ გიგოს-ძე პაიჭაძე (1881-1942 წ.წ.),


მამის დედა – ოლღა გლახუნის ასული ტუღუში (1887-1969 წ.წ.).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2026
ბოლო რედაქტირება 04.02.2026
სულ რედაქტირებულია 5





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0