მღვდელი ტიმოთე გიორგის ძე ბაკურაძე თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრაში, სოფ. კისისხევში დიაკვნის ოჯახში დაიბადა. მისი მამა დიაკონი გიორგი ნიკოლოზის ძე ბაკურაძე, 1842 წელს მედავითნის ოჯახში
დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი
გორის ეპისკოპოს გერონტისთან (პაპიტაშვილი) ისწავლა.
1866 წელს შუამთის ღვთისმშობლის შობის სახ. მონასტერში მორჩილად მიიღეს.1868 წელს კისისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში მედავითნედ დაინიშნა. 1878 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1884 წლის 30 მარტს ნორიოს სამრევლოში გადაიყვანეს. იმავე წლის 20 სექტემბერს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახ.
საკათედრო ტაძარში დაინიშნა. 1892 წლის 14 აგვისტოს ვარდისუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაადგინეს. 1901 წლის 6 ოქტომბერს ისევ კისისხევის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაინიშნა.
1911 წლის 2 მარტს გულგულას წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1911 წლის 18 დეკემბერს დიაკონი გიორგი, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და წელიწადში 100 მანეთი
დაენიშნა. მეუღლე მარიამ ანდრიას ასული (დაბ. 1852წ.) და შვილები: სიდონია, მღვდელი ნიკოლოზი (1872- 1931წწ.), მღვდელი ტიმოთე (1868-1920წწ.). ტიმოთემ დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. XIX ს-ის 90-იან წლებში მარტყოფის ღვთაების სახ. მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1898 წლის 16 მაისს იმავე მონასტერში მედავითნის
შტატში დაადგინეს. 1899 წლის 11 ივნისს თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განაწესეს. 1900 წლის ოქტომბრიდან 1902 წლის 1 მაისამდე იმავე ტაძართან არსებულ სკოლაში ქართულ ენას ასწავლიდა. 1901 წლის ნოემბერში საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა. 1902 წლის 23 დეკემბერს გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში გადაიყვანეს. 1903 წლის 25 იანვარს მისივე
თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. 1903 წლის 8 ივლისს რამდენიმე თვით ქვათახევის მონასტერში განაწესეს. | 1904 წლის 25 იანვარს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში დიაკვნის
შტატში დაადგინეს. 1904 წლის 25 იანვრიდან 6 დეკემბრამდე
იყო იმავე ტაძართან არსებული ქალთა ორკლასიანი სკოლის
სამ განყოფილებაში საღვთო სჯულის პედაგოგი. 1906 წლის
10 აპრილს ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს. 1908 წლის 28 მაისს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში მოკლეს საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი (სოფისკი). ამ საქმეზე უამრავი პირი დაიკითხა და რამდენიმე ეჭვიც არსებობდა, თუ ვის
შეეძლო ეს მკვლელობა ჩაედინა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დიაკონი ტიმოთე ბაკურაძეც გახლდათ, რომელიც მცირე ხნით დაპატიმრებულიც3 კი იყო. ჟანდარმერიის ანონიმი აგენტი ჯერ კიდევ 1908 წლის 16
აპრილს აცნობებდა თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს, რომ ეგზარქოსის მოკვლას აპირებდა „დიაკონთა და მეფსალმუნეთა კომიტეტი“, რომელიც თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. სოციალ-დემოკრატებმა კარგად იცოდნენ, რომ ნიკონის მოკვლას ავტოკეფალისტთა დევნა მოჰყვებოდა, რაც უშუალოდ შედიოდა ქართველ სოციალ-დემოკრატთა გეგმებში; საბოლოოდ, დიაკონი ტიმოთე ამ საქმეში უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს. 1916 წლის 1 დეკემბერს დიაკონი ტიმოთე ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. სა-
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N1330ივნისი-13ივლისი 2022წ გვ.22
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868-1920 (გაგრძელება)
კათედრო ტაძარში გადაიყვანეს. მისი საქართველოდან გადაყვანა უკავშირდება ავლაბრის ტაძრის წინამძღვარ, მლვდელ დავით იაშვილთან (შემდგომში მიტროპოლიტი დიმიტრი) მომხდარ კონფლიქტს, რაც ასახულია იმჟამინდელ პრესაში. აი, რას წერდა 1917 წლის 8 ივლისს, ამასთან დაკავშირებით, დიაკონი ტიმოთე გაზეთ „ერთობაში": „მოქალაქე რედაქტორო! გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ 28 ივნისის ნომერში წავიკითხე წერილი ავლაბრის მთავარანგელოზის ეკლესიის შესახებ, სადაც ამ
წერილში მეც შემეხო ბ. ავტორი ამ წერილისა, ვითომ პირველად მე, დიაკ. ბაკურაძემ აღვძარი საჩივარი მთავრობის წინაშე მ. იაევზე (იაევს ვხმარობ, რადგანაც ავტორს იაშვილი შეცდომით აქვს ნახმარი, თვით იაევი ყოველთვის იაევს ხმარობდა და არა იაშვილს), რაზედაც გამოძიება დაუნიშნია და არქიეპისკ. პლატონს იაევი გაუმართლებია,
მე კი გადაუყვანივარ სხვა ადგილზე. ეს წერილი სიმართლეს მოკლებულია. მე გულწრფელად და გულახდილად უნდა მოვახსენო პატივცემულ
მკითხველთ, რომ პირველად მე საჩივარი არ მიმიცია მ. იაევზე, როგორც ბ. უსახელოს აქვს ნაჩვენები, არამედ მ. იაევმა იჩივლა ჩემზე პირველად
არქიეპისკ. პლატონთან ცნობილი გოროდცევის დახმარებით, რის გამოც ჩემდა დაუკით ხავად და გამოუძიებლივ ბურთივით გადასროლილი ვიყავი კვირაცხოვლის ეკლესიაში და კვირაცხოვლის მთავარი ბ. დავიდოვი ჩემს ალაგას. ეს მოხდა იმის შემდეგ, როდესაც მთავარანგელოზის სტაროსტას აშეხმანოვს ვადა სამი წლის სამსახურის შეუსრულდა და მეორე სამ წელს იგივე აირჩიეს უკანონოდ, რომელ ოქმზედაც მე ხელი არ მოვაწერე,
რადგანაც ვიცოდი, რომ აშეხმანოვი უვარგისი პიროვნება იყო ყოველის მხრივ და ისიც კარგად ვიცოდი, ყოველივე ბნელი საქმეები აშეხმანოვისა და მ. იაევისა ძრიელ მაგრად იყო გადასკვნილი ერთი მეორეზედ. უკანონო არჩევანი განასაჩივრეს და გოროდცოვის მეცადინეობით კანტორამ
კანონიერად იცნო იგი. შემდეგ ამავე ეკლესიის მრევლს მოესურვებია, ჩემი ამ მრევლში ათის წლის სამსახურის აღსანიშნავად იუბილე გადაეხადნათ და ეთხოვათ არქიეპ. პლატონისათვის, რომ ჩემს ადგილზე ვეკურთხებინე მღვდლად. მაგრამ როგორც მ. იაევს ეს ამბავი გაეგო, ელდა სცემოდა და რომ ამისთვის ხელი შეეშალნა ვიდრემდის ამ საქმისთვის არქიეპ. პლატონთან დეპუტაცია წავიდოდა მანამდის, როგორც ზევით ვსთქვი, გოროდცევის დახმარებით მე კვირაცხოვლის ეკლესიაში გადავეყვანე. როდესაც მე და მ. დავიდოვმა დავარწმუნეთ არქიეპ. პლატონი, რომ ეს ორივესთვის სასჯელია, მაშინ მისის ნებართვით შევიტანეთ თხოვნა, მე ჩემს ალაგას დამტოვა და მ. დავდოვი მღვდლად აკურთხა. ამის შემდეგ მ. იაევი თავის ძალასა და ენერგიას აღარა ჰზოგავს როგორმე მომიშოროს და, გაძვრა ხან გოროდცოვთან, ხან ანტონ ეპისკოპოსთან და მის მარჯვენა ხელებთან და ხან ვისთან, როგორც ეს ჩვეულებათა აქვს ჩვენს პატივცემულ მამებს. არ სცხრება მ იაევი, რაპორტს რაპორტზე ჰგზავნის გოროდცოვის სახელზე წარსადგენად არქიეპ პლატონთან, რასაც მოჰყვა ჩემი გადაყვანა ადმინისტრაციული წესით ელიზავეტოპოლში. 1 დეკემბერს 1916წ. როგორც გოროდცოვის, აგრეთვე ანტონ ეპისკოპოზის წყალობით და
დახმარებით, პოლიტიკურ დამნაშავედ მცნეს, (რაზედაც თუ საჭირო იქნება საბუთებსაც წარმოვადგენ) და დღევანდლამდის უსამსახუროდ
ვიმყოფები, ამას ქართველი საზოგადოება, უკეთ რომ ვსთქვა, ქართველი ბიუროკრატია სიჩუმით შეჰხვდა, რადგან მე მაღალი წრის სამღვდელოების წევრს არ შევადგენდი. იაევის საქმე კი, როგორც უმაღლესი სამღვდელოების წევრის, უმაღლეს წერტილამდის მიიყვანა დღეს ჩვენმა
ბიუროკრატიამ. იცის უვიცმა უსახელო ავტორმა, რომ მ. იაევმა საძირკველი რუსის მღვდელს მაშინ ჩაუყარა, როდესაც მე გამომისტუმრა? თუ
არ იცის, ყური დამიგდოს რას ვკითხავ: მე რომ გამომისტუმრა მთავარანგელოზის ეკლესიიდან, ჩემს მოადგილედ ვინ ემსახურებოდა? აბა ერთი
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N1330ივნისი-13ივლისი 2022წ გვ.23
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868-1920 (გაგრძელება)
ამაზე მიპასუხოს! მე ბ.. ავტორო, იმაზე არ გიპასუხებთ, რომ მთავრები და დიაკვნები ვითომ ჩემს გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, რადგანაც
ვიმედოვნებ, რომ ისინი თითონ გიპასუხებენ და თქვენს ცილის წამებას ამცნობენ ქვეყანას. მაგრამ მე კი ერთს მაინც შეგეკითხებით, თქვენ ვის
გავლენის ქვეშ იმყოფებით, როდესაც ასეთს სიცრუვეს გაზეთის ფურცლებზე აქვეყნებდით? ნუ თუ ანგარიშს არ აძლევდით თქვენს თავს, როდესაც ასე უხეშად ემალებოდით იმ სულმდაბალ ადამიანს, რომელმაც ასეთი ცნობები მოგართვათ! ერთსაც გკითხავთ, ქართველი მრევლთაგანი, რომლებიც მოითხოვენ გამოძიების დანიშვნას, შეიძლება გთხოვოთ, რომ მათი ვინაობა მაცნობოთ? აბა თუ შეიძლება -– მაშ აბა ერთი მათი სახელი და გვარები გამოაქვეყნეთ! მე ბევრს აღარ გამოვეკიდები თქვენს სიცრუეს, რადგან მ. იაევმა არა მარტო თქვენ შეგიყვანათ შეცდომაში, არამედ არქიეპისკოპ. პლატონიც ასევე შეიყვანა შეცდომაში, მაგრამ როდესაც მან გაიგო საქმის ვითარება, ბევრი ინანა. აგრეთვე თქვენც მოგელით. ჯერჯერობით ეს იკმარეთ ბ. უსახელო ავტორო. მოუწოდებ როგორც სამღვდელოებას, აგრეთვე დაინტერესებულ ერს, თუ ვისმეს რამე
სათქმელი აქვს, ნუ დაიმალება, სთქოს“. 1917 წლის 16 მარტს თბილისის ქალაქის სამღვდელოებამ თავის რწმუნებულად საქართველოს
ეკლესიის დროებით მმართველობაში ოთხი პირი აირჩია: დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, მლვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი, დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე და მედავითნე გაბრიელ ყუბანეიშვილი.
1917 წლის 13 აპრილს ქ. თბილისის ეკლესიის მედავითნეებმა, დიაკვნებმა და მათს ადგილებზე მყოფმა მღვდლებმა დააარსეს პროფესიონალური
კავშირი თავისი ინტერესების დასაცავად. ამ კავშირის სულისჩამდგმელი და აქტიური წევრი გახლდათ დიაკონი ტიმოთე. მალევე იგი კავშირის ხარჯებით გაემგზავრა თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრებში, სადაც მან შეადგინა ადგილობრივ საეკლესიო დაბალ მსახურთა შორის მსგავსი კავშირები მათი ყოფა-ცხოვრების მოსაგვარებლად. ეს კავშირები
თბილისის მედავითნეთა კავშირის ფილიალები იყო. ქართულ პრესაში ამ ფილიალების დაარსების შესახებ წერილები დაიბეჭდა. 1917 წლის 28 აპრილს გაიმართა სიღნაღის მაზრის მთავარ-დიაკონების და მედავითნეების კრება საკუთარ ორგანიზაციის დასაარსებლად. კრებას დაესწრო თბილისის მთავარდიაკონების და მედავითნეების წარმომადგენელი დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული კრების თავმჯდომარედ. მამა ტიმოთემ კრებას სიტყვით მიმართა: ისაუბრა იმდროინდელ ვითარებაზე და განუმარტა თუ რას ემსახურებოდა მათი ძალისხმევა. კრება აღფრთოვანებული შეხვდა
მის სასიკეთო მოწოდებას ორგანიზაციის დაარსების შესახებ. ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩეს დიაკონი გრიგოლ კოლელიშვილი, წევრები გახდნენ: ათანასე ქუმსიაშვილი და ტიმოთე მენთეშაშვილი,
კანდიდატები: სანდრო ნათიძე და ალექსი მერაბაშვილი, მხოლოდ თითო სამთავარხუცესო ოლქის წარმომადგენლებად, პირველ სამთავარხუცესოდან ლადო მესტიაშვილი, მეორიდან -- ვასილ მესტიაშვილი, მესამედან -- ლევან მუღალაშვილი და მეოთხედან სილოვან ფირანაშვილი. ხაზინადრად დიაკონი გრიგოლ კოლელიშვილი“. დიაკონ ტიმოთეს შექმნილ დიაკონ-მედავითნეთა კავშირს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი საქართველოში და დიდი არეულობაც შეიტანა საეკლესიო ცხოვრებაში. როგორც დროებითი მმართველობის წევრი, იგი აქტიურად მონაწილეობდა დროებითი მმართველობის ჩატარებულ სხდომებზე და ითხოვდა დიაკონ-მედავითნეთა პრობლემებისა და საკითხების გადაჭრას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მას ამ სხდომაზე ყურს არავინ უგდებდა და 1917 წლის 15 მაისს იგი დაუპირისპირდა დროებითი მმართველობის თავმჯდომარეს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე). კრებაზე
მან შეურაცხყოფა მიაყენა ყოვლადსამღვდელო ლეონიდესა და მმართველობის მთელ შემადგენლობას. რის გამოც მმართველობამ მიხეილ ვასილის ძე მა-
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N1330ივნისი-13ივლისი 2022წ გვ.24
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868-1920 (დასასრული)
ჩაბელსა და პართენ გოთუას დაევალათ, დასწრებოდნენ თბილისის სამღვდელოების კრებას და იქ ეთხოვათ, რათა დიაკონი ბაკურაძე და მედავითნე ყუბანეიშვილი გაეთავისუფლებიათ მმართველობის შემადგენლობიდან. მართლაც, ასე მოხდა. მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გამოგზავნილი რამდენიმე თხოვნისა, რომ აღედგინათ იგი თანამდებობაზე, გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. აქედან დაიწყო მისი დაპირისპირება მეუფე ლეონიდესთან, რაც დამთავრდა იმით, რომ 1917 წლის სექტემბერში, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს, დიაკონ ტიმოთეს აგიტაციის წყალობით მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კირიონის სასარგებლოდ, რუსეთიდან ახლად დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა კირიონმა რამდენიმე ხმით აჯობა თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 14027ივლისი 2022წ გვ.21
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868- 1920 II ნაწილი
ყოფილი დიაკონი რომელიც მღვდლად აკურთხა კათოლიკოზმა კირიონმა წმ.ილიას ეკლესიისათვის 1917 წლის ნოემბერში მისი მღვდლად კურთხევის თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს (საძაგლიშვილი) მიმართა მარია ხოლოზოვამ. იგი იყო დედა კონსტანტინე ანდრიას ძე ხოლოზოვისა, რომელსაც თავად ბებუთოვისაგან შეუძენია მიწა მახათის მთაზე და ძველი ქართული ტაძრის ნანგრევების ადგილზე აუშენებია წმ. ილიას ხის სამლოცველო, სადაც დიაკვნად მსახურობდა ტიმოთე ბაკურაძე (ქვის ტაძრის აშენება კ. ხოლოზოვს დედისთვის ანდერძად დაუბარებია). მარია ხოლოზოვა
მღვდელ ტიმოთეს ახასიათებს როგორც გულისხმიერ, სამართლიან და მოღვაწე ადამიანს. 1917 წლის 3 დეკემბერს ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახ. საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა
კირიონ II-მ (საძაგლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში განაწესა (შტატით იგი მიწერილი იყო სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს).
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 14027ივლისი 2022წ გვ.22
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868- 1920 II ნაწილი (გაგრძელება)
1918 წლის 4 მარტს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე სიონის საკათედრო ტაძარში ყველიერის კვირიაკეს წირვას დაესწრო. იქვე იყო არმაზის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მირიანი (ბექაური) როგორც სიონის საკათედრო ტაძრის მნათის, ივანე რატიშვილის, მოხსენებიდან ჩანს, ორივე მოძღვარი მსახურების დროს გამუდმებით ლაპარაკობდა ერთმანეთთან და ხელს უშლიდნენ წირვის მსვლელობას. იგივე გააგრძელეს ამბიონზე ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდეს (ოქროპირიძე) ქადაგების დროსაც, რის გამოც ივანე რატიშვილისგან მიიღეს შენიშვნა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. 1918 წლის 6 მარტს მათი
საქმე განიხილა თბილისის სამიტროპოლიტო სასამართლომ და ორივე მღვდელმსახურს მღვდელმოქმედება შეუჩერა. უნდა ითქვას, რომ ამ დროს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი ავადმყოფობდა და საქმის კურსში არ იყო. როგორც კი გამოჯანმრთელდა და კვლავ დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს, მან ორივე აღადგინა მღვდელმსახურებაში. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ჟურნალი „ახალი სიტყვა“: „როგორც მოხსენებული გვქონდა, 6 მარტს, კრებაზე, საკათალიკოსო საბჭომ მღვდელ-მონაზონ მირიანსა და მღ. ტ. ბაკურაძეს აუკვეთა ღვთის
მსახურება. ეს დადგენილება მიღებულ იქმნა მაშინ ერთხმად. ეს დადგენილება არ მოწონებია ზოგთ. აღუძრავთ საკითხი, მაგრამ საკათალიკოზო საბჭოს შემადგენლობას, ორი ხმის წინააღმდეგ, უარუყვია ეს აზრი და განზრახვა. საგულისხმიერო და დამახასიათებელია დეკ. ნ. თალაქვაძის ქცევა ამ საქმეში. უმაღლეს დაწესებულების, საკათ. საბჭოს, წევრი ორ სხდომაზე ერთსა და იმავე საგანზე გამოსთქვამს ორს დიამეტრალურად საწინააღმდეგო აზრს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ თავჯდომარეობს კრებას, პეტრე თუ ივანე, მიტროპოლიტი თუ კათალიკოსი. მ. თალაქვაძე 6 მარტს მიემხრო ბრალდებულთა
დასჯას, შემდეგ კი იმავე თავის მიერ დადასტურებელ დადგენილებაზე „პროტესტს“ აცხადებს. პირველ შემთხვევაში თავჯდომარეობდა მიტროპოლიტი ლეონიდე (კათოლიკოსის ავადმყოფობისა გამო),
ხოლო მეორეში -- კათოლიკოსი კირიონი“. მღვდელი ტიმოთე სამჯერ არის ნახსენები 1918 წლის 23 მაისის სხდომაზე საკათალიკოსო საბჭოს
წევრების მიერ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონისადმი წარდგენილ 14 პუნქტიან მოხსენებაში, სადაც მის შესახებ ვკითხულობთ:
„.. 9) ვისაც ავტოკეფალიის გამოცხადების პირველ ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისათვის თვალი უდევნებია, იმან იცის -- თუ რა საზიზღარ ოპოზიციაში ჩაუდგა დროებით მმართველობას ცნობილი დიაკონი ტ. ბაკურაძე, რომელიც რუსების სასულიერო მთავრობასთან ურთიერთობასაც კი არ მოერიდა, იმის მაგივრად, რომ ასეთი ადამიანი, როგორც სამშობლო ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედი, ჯეროვან პასუხისგებაში მიეცა, მისმა უწმინდესობამ ის, საბჭოს დაუკითხავად, აკურთხა. როდესაც საბჭოს ერთმა წევრმა შენიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის შეურაცხყოფააო, კათოლიკოსმა უპასუხა: „შენთვის საქართველოს ვექილობა არავის მოუნდვიაო“;
...7) მღვდელმა ტ. ბაკურაძემ და მღვდელ-მონაზონ მირიანმა ისეთი უწესობა ჩაიდინეს სიონის ტაძარში წირვის დროს, რისთვისაც საკათოლიკოსო საბჭოს შეერთებულმა კრებამ, მიტროპოლიტ ლეონიდის
თავჯდომარეობით დროებით მღვდელმოქმედება აუკრძალა მათ. საეკლესიო კანონებით მღვდელმოქმედების დაბრუნება იმათთვის შეეძლო მხოლოდ იმ ორგანოს და იმ მღვდელმთავარს, რომელთაც აუკრძალეს ის. ამათ, ე. ი. საკათალიკოზო საბჭოს და
სასამართლოს შეერთებულ კრებას და მიტროპოლიტ ლეონიდს. მისმა უწმინდესობამ კი სასამართლოს წევრთა დაუსწრებლად და მხოლოდ საბჭოს რამოდენიმე წევრთა თანხმობით, წინააღმდეგ მიტროპოლიტ ლეონიდის სურვილისა, მათ დაუბრუნა
აკრძალული მღვდელმოქმედება; ...11) ზემოდასახელებული ბაკურაძე მისმა უწმინდესობამ მღვდლად აკურთხა არა თავის, მცხეთის ეპარქიაში, არამედ თბილისისაში, რომელიც ადგილობრივ მღვდელმთავრის და სხვა სათანადო ორგანოს დაუკითხავად,
თავის ეპარქიაში გადარიცხა, ამგვარ მტაცებლობისა და სხვა ეპარქიაში ხელის გარევისათვის საეკლესიო კრებები სასტიკ კანონს განაჩინებენ“.
მღვდელი ტიმოთე 1920 წლის 26 ივნისს, მეორე
საეკლესიო კრების დაწყების წინ, უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან მოკლეს. მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეზე საინტერესო
მოგონებები შემოგვინახა დეკანოზმა ნიკიტა თა
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 14027ივლისი 2022წ გვ.23
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868- 1920 II ნაწილი (გაგრძელება)
ლაქვაძემდ„ რომელიც პირადად და ახლოს იცნობდა მას და მანვე დაკრძალა მოკლული მოძღვარი. აი, რას წერდა იგი: „თუმცა ბევრს ჰგონია, რომ კათოლიკოზ კირიონის არჩევაში მე ვითამაშე გადამწყვეტი როლი -– ეს სრული ტყუილია, ჩემს ბუნებას არ ეხერხება აგიტაცია-აგენტობა; ამიტომ არც მეორე საეკლესიო კრებას გავმკლავებივარ, უმკლავდებოდა მხოლოდ მღ. ტიმოთე ბაკურაძე, ყოფილი დიაკონი, რომელიც მღვდლად აკურთხა კათოლიკოზმა კირიონმა წმ. ილიას ეკლესიისათვის, ამ ეკლესიის ამშენებელ რუსთა ერთი ოჯახის თხოვნით; ეს ბაკურაძე დიდი მომხრე იყო კირიონისა, ხოლო მოწინააღმდეგე ლეონიდ-დავიდოვისა; იყო მეტად მოუსვენარი, თავხედი და შეუპოვარი პიროვნება; ამან შექმნა საქართველოში „დიაკონთა მოძრაობა“ მღვდლების წინააღმდეგ; დადიოდა საქართველოს ყველა კუთხეებში და ეწეოდა ამ თაობაზე აგიტაციას; მეტად ავყია კაცი იყო და ყველა ერიდებოდა მასთან უსიამოვნებას; აი ამ ბაკურაძემ გასწია კირიონის სასარგებლოდ არჩევნები, კირიონი აირჩია პროვინციის დელეგატებმა, ხოლო ინტელიგენციამ და ქალაქმა ხმა მისცა ლეონიდს -- დავიდოვის, პეტრე ბარათაშვილის, რ. ივანიცკის და დეკ. კ. კეკელიძის აგიტაციით და ხელმძღვანელობით; კირიონმა ბაკურაძეს დიაკონ-მედავითნე წრიდან გამოყვანა განიზრახა და ამ აზრით უფრო ხელმძღვანელობდა, როდესაც წმ. ილიას ეკლესიის მღვდლად აკურთხა, ჯერ, ვინაიდან ეს ტაძარი შტატის არ იყო, ბაკურაძე ანჩისხატის ტაძარზე მოეწერა კირიონს და როდესაც მე ამის თაობაზე უკმაყოფილება გამოვსთქვი, წაშალა, ხაზი გაუსვა ანჩისხატს და მცხეთაზე მიაწერა (ამ წერილიდან ჩანს, რომ მღვდელი ტიმოთეც და არმაზის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მირიანიც ორივე უწმინდესი კირიონის ეპარქიას, მცხეთას ეკუთვნოდნენ და საკათალიკოზო საბჭოს და თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს კირიონის უკითხავად მათი დასჯის უფლება არ ჰქონდათ -– გ.მ.). კირიონს უნდოდა ბაკურაძის მღვდლად კურთხევით მედავითნეთა კავშირისათვის ბელადი წაერთმია და ეს კავშირი დარღვეულიყო, როგორც მავნეეკლესიისათვის და მიზანსაც მიაღწია -- ეს კავშირი უბაკურაძეოდ დაირღვა, მაგრამ ბაკურაძე დაუცხრომელ მებრძოლ პირად გაუჩნდა ლეონიდ-დავიდოვს და კომპანიას კირიონის დაღუპვის
შემდეგ; 1920 წელს, მეორე საეკლესიო კრების მოწვევის წინ, მღვდელ ბაკურაძეს საეკლესიო კრებისათვის შეუდგენია მოწოდება, რომელშიდაც ის სასტიკად მხილების კილოთი ამჟღავნებდა ყოველივე იმ ბოროტ-მოქმედებას, ეკლესიის სფეროში გამეფებულ ძარცვა-გლეჯას და უსაქციელობას, რომელსაც კირიონის
მოკვლის შემდეგ ჰქონდა ადგილი. ეს „მოწოდება“ დაუბეჭდია უბედურ ბაკურაძეს და კრების გახსნის წინა დღეს რამოდენიმე ცალი საერო მთავრობის წარმომადგენელთათვის დაუგზავნია,
ალბათ ზოგიერთ სხვა პირებსაც მისცემდა, ხოლო ამათგან გაიგებდნენ ისინიც, ვისაც ეს ეხებოდა და 1920 წლის ივლისში, კრების გახსნის წინა ღამით, შაბათ საღამოს, მღ. ტიმოთე, როდესაც ის ბრუნდებოდა
ლოცვიდან სახლში, 8 საათზე, ვერაგულად მოკლულ იქმნა მისსავე სახლის მახლობლად ჩასაფრებულ პირისაგან. ეს მკვლველობა მისს ცოლს
გადააბრალეს, რომელთანაც უსიამოვნება ჰქონდა ბაკურაძეს, ვითომცა და გარყვნილების ნიადაგზე; ცოლი დაიჭირეს, მისი ვითომდა „საყვარელიც“, მაგრამ ორთავენი მალე გაანთავისუფლეს, ხოლო გამოძიება უცბად შესწყდა. გამოძიებამ მკვლელობის შემდეგ მის სახლში აღმოაჩინა ბაკურაძის „მოწოდებანი“ დასარიგებლად გამზადებული, 500 ცალი... მე დავასაფლავე უბედური, მთავარანგელოზის ტაძრის გალავანში, ავლაბარში; დასაფლავებაზე წარმოვსთქვი სათანადო
მოძღვრება, დავახასიათე ჩვენი ყოფა-მდგომარეობა და ასეთი უაზრო-უგზაკვალო მკვლელობანი ეკლესიის სფეროშიაც კი; ხალხი ბლომად დაესწრო, სამღვდელოებაც დაესწრო, საკათალიკოსო
საბჭოდან მხოლოდ ქრ. კაპანაძე იყო, დიდი დეკანოზები დამფრთხალი იყვნენ და ერიდებოდნენ
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N14 14027ივლისი 2022წ გვ.24
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868- 1920 II ნაწილი (დასასრული)
კიდეც ასეთ კაცთან საქმის დაჭერას, თუგინდ კუბოს წინაშე პატივისცემას! დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ბაკურაძის ასე საოცრად მოკვლამ“.
დარჩა მეუღლე ოლღა ესტატეს ასული წვერავა (დაბ. 1885წ.) და შვილი -- ნინო (დაბ. 1907წ.).