რევაზ შალვას ჭკადუა დაიბადა 1957 წლის 23 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. საშუალო განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში. სამხედრო სავადებლო სამსახურის მოხდენის შემდეგ დამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. მუშაობდა აფხაზეთის შსს საგზო პოლიციის ინსპექტორად, პარალელურად სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობაზე. კეთილი, უბოროტო, შრომისმოყვარე, პატრიოტი - ასე ახასიათებდნენ რევაზს მეგობრები.
აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს რევაზ ჭკადუა აქტიურად მონაწილეობდა არერთ სარბოლო ოპერაციაში. კოჩარელი ვაჟკაცი თავდაუზოგავად ებრძოდა მეტრს, რომელიც მამა პაპის მიწას ედავებოდა. დაიღუპა 1992 წელს ერთერთი შეტაკების დროს.
რევაზ ჭკვადუს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.