იპოლიტე მიხეილის ძე ჭკადუა დაიბადა 1930 წლის 15 ივლისს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , იპოლიტე ჭკადუა 1993 წლის 28 ივლისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს (სამხედრო ნაწილი 10152) შტაბის დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულის ავტოსანტრასპორტო ოცეულში მძღოლად. აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში.
1993 წლის 17 სექტემბერს მოწინააღმდეგის მიერ მე-2 საარმიო კორპუსის შტაბის საარტილერიო დაბომბვისას იპოლიტე ჭკადუა დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.