დეკანოზი დავითი (კაციტაძე) დაიბადა 1933 წლის 12 იანვარს მართლმადიდებელ ოჯახში. 1951 წელს დაამთავრა ქ. საჩხერის M2 საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა
განაგრძო ქ. თბილისის ცეკავშირის კოოპერატიულ ტექნიკუმში და დაამთავრა საქონელმცოდნეობის სპეციალობით. 1952-1994 წლებში მუშაობდა ქ. ჭიათურის უნივერმაღის გამგე-გამყიდველად. 1954-1958 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. სვერდლოვსკში. 1980 წლამდე სხვადასხვა დროს მუშაობდა რაისაგზაოს განყოფილების გზის ოსტატად, კურორტ „კვერეთის” მოლარე-კომენდანტად, სავანის მეფრინველეობის ფერმის თანამშრომლად, ამიერკავკასიის ფართოლიანდაგიანი გზის მშენებლად და სხვა.
1981 წლის 7 იანვარს, შობის დღესას წაულზე, მარგველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (წამალაიძე) აკურთხა დიაკვნად. 1982
წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად, სადაც მსახურობს დღემდე.
1985 წელს აღიყვანეს დეკანოზის ხარისში, დააჯილდოვეს გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ფარების უფლებით.
2010 წელს, მიტროპოლიდც დანიელის წარდგენით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, ქ. საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით.