დეკანოზი ლევანი (კაციტაძე) დაიბადა 1977 წლის 28 ივლისს.
დიაკვნად კურთხევა 2009 წლის 28 აგვისტო.
მღვდლად კურთხევა 2010 წლის 22 აგვისტო.
დეკანოზის ხარისხში აყვანა 2019 წლის 8 დეკემბერი.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა 2023 წლის 13 დეკემბერს.
ამჟამად მღვდელმსახურებას აღასრულებს სარეკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, სარეკის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის და ბაჯითის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრებში.
2013 წლიდან არის საირხის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოძღვარი.
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 52
დეკანოზი ლევანი (კაციტაძე) დაიბადა 1977 წლის 28 ივლისს ჩოხატაურში, მოინათლა ბათუმში 1982 წელს. 1983 წელს შევიდა საჩხერის შოთა რუსთაველის სახელობის მე-3 საშუალო სკოლაში. 1987-1988 წწ. სწავლობდა ჩოხატაურის რაიონის სოფ. ვანზომლეთში, შემდეგ დაბრუნდა საჩხერეში და სკოლა აქვე დაამთავრა.
1994 წელს ჩაირიცხა თბილისის საავიაციო ლიცეუმში. ამ პერიოდში დადიოდა ავჭალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში, მამა რევაზ სიხარულიძესთან. ამავდროულად საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზ დავით კაციტაძესთან მსახურობდა სტიქაროსნად.
1999 წელს ჩაირიცხა სოფელ ივანწმინდის
სასულიერო სემინარიაში.
2002 წ. სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მე-2 კურსზე.
2002 წლის 26 სექტემბერს, ჯვართამაღლების მწუხრზე, მიტროპოლიტ დანიელის წარდგინებით, სიონში დაინიშნა სტიქაროსნად.
2003 წელს, გახსნის დღიდან, გადავიდა
სამების საკათედრო ტაძარში.
2005 წელს დაამთავრა სემინარია და დიპლომი დაიცვა სექტოლოგიაში. 2009 წელს დაოჯახდა. მეუღლე – მადონა მაჭარაშვილი. ჰყავს სამი შვილი. 2009 წლის 28 აგვისტოს საჩხერის წმ. ნინოს საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დანიელმა დიაკვნად დაასხა ხელი და მსახურება განაგრძო სავანის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, მამა ზოსიმესთან (ყაველაშვილთან). 2010 წლის 22 აგვისტოს საჩხერის წმ. ნინოს საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დანიელმა მღვდლად აკურთხა და განაწესა სარეკის ლვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი 2010 წ. 25 აგვისტოს მიტროპოლიტმა დანიელმა აკურთხა. 2013 წლიდან მიტროპოლიტმა დანიელმა პარალელურად დანიშნა საირხის სასულიერო გიმნაზიის მოძღვრად. 2019 წლის 8 დეკემბერს, მიტროპოლიტ დანიელის წარდგინებით, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის სამების სახელობის ტაძარში დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.