სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
მიხეილ არჩილის ძე ჩხიკვაძე 1903-1987წწ პროფესორი არქიტექტორი მიხეილ არჩილის ძე ჩხიკვაძე 1903-1987წწ პროფესორი არქიტექტორი

1903-1987 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი ჩხიკვაძე სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

მიხეილ არჩილის ძე ჩხიკვაძე 1903-1987წწ პროფესორი არქიტექტორი

მიხეილ არჩილის ძე ჩხიკვაძე (დ. 19 მაისი (1 ივნისი), 1903, სოფელი ანანური, დუშეთის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 22 თებერვალი, 1987, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი არქიტექტორი, პროფესორი. სკკპ წევრი (1941) და საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არქიტექტორი (1967).


მიხეილ ჩხიკვაძე დაიბადა 1903 წლის 19 მაისს ანანურში მედავითნის ოჯახში. მამა — არჩილ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე, დედა — ელისაბედ (ლიზა) გულაშვილი. დაწყებითი განათლება მიიღო თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1917 წელს გადავიდა მამასთან თბილისში, რომელიც შავმუშად მუშაობდა ტრამვაის ტრესტში. აქ მან განაგრძო სწავლა საშუალო სკოლაში. 1920 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ მას, როგორც უფროს ვაჟს ოჯახის შესანახად მუშაობაც უწევდა. 1922-1930 წლებში წავლობდა საქართველოს სამხატვრო-ტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1927 წლიდან ის უკვე არქიტექტურულ ასპარეზზე გამოდის. მისი მოღვაწეობა საქართველოთი არ იფარგლება. მისი პროექტით განხორციელდა რადიოსადგურის შენობა ბაქოში (1926); განახორციელა საცხოვრებელი სახლის გაფორმება მოსკოვში, რომლის პროექტი არქიტექტორ ბარხინს ეკუთვნოდა (1940) და სხვა. კონკურსებში მისი არაერთი პროექტი I პრემიით იყო შეფასებული. 1951-1955 წლებში მონაწილეობას მიიღო ხრამჰესის, ზაჰესისა და რიონჰესის ნაგებობათა დაპროექტებასა და მშენებლობაში.


პრაქტიკული შემოქმედებითი სამუშაოს გარდა ის ნაყოფიერად მუშაობდა თეორიული განხრითაც. 1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურულ ფაკულტეტზე, რომლის კათედრის გამგეც იყო 1948-1973 წლებში.


საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა მოსკოვის საკავშირო არქიტექტურის კადემიაში, ასპირანტურაში სწავლების პერიოდში 1937-1941 წლებში. მაშინაც და შემდგომაც ის დიდ ინტერესს იჩენდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის მიმართ. მის მიერ გაკეთებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებული ძეგლების ასობით აზომვა. განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის ფასეულობებზე. ცდილობდა თავის შემოქმედებაში არქიტექტურული მემკვიდრეობითი განვითარების ხაზი გაეტარებინა.


მ. ჩხიკვაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. იგი საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანია. 1967 წლის 18 ნოემბერს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორის წოდება.


გარდაიცვალა 1987 წლის 25 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

მამა არჩილ ალექსის ძე ჩხიკვაძე 1920-იან წლებში მედავითნე ანანურის ეკლესიაში

შვილი: ვიაჩესლავ ჩხიკვაძე (დ. 4 იანვარი, 1940, მოსკოვი, სსრკ — გ. 29 ოქტომბერი, 2019, თბილისი, საქართველო) — ქართველი ჰერპეტოლოგი, პალეონტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი.


მშენებლობა

საცხოვრებელი სახლები, ზაგესი, 1924.

რადიოსადგურის შენობა ქ. ბაქოში (1926).

სასტუმრო, ლენინაკანი, 1927.

ვ. ლენინის მონუმენტის პრედესტალი, აქსტაფა, 1929.

რიონჰესის სახლი, ქუთაისი, 1938.

საცხოვრებელი კომპლექსი ხრამჰესის მშებისათვის, თბილის 1938.

დრამატული თეატრის შენობა ქ. გორში (1938 შ. თავაძესთან ერთად).

არქიტექტორ ბარხინის საცხოვრებელი სახლის გაფორმება, მოსკოვი, 1940.

თეატრის შენობა, ქუთაისი, 1946.

ვ. ლენინის მონუმენტის პრედესტალი, ქუთაისი, 1946.

ვ. ლენინის მონუმენტის პრედესტალი, სტალინირი, 1947.

ი. სტალინის მონუმენტის პრედესტალი, ქუთაისი, 1948.

დრამატული თეატრის შენობა ქ. ჭიათურაში (1949 კ. ჩხეიძესთან ერთად).

გ. ერისთავის მონუმენტის პრედესტალი, გორი, 1950.

საცხოვრებელი სახლი ვაგზლის ქუჩაზე, თბილისი, 1953.

საცხოვრებელი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისი, 1951.

გენერატორის ნაგებობა, ხრამჰესი, 1952.

დრამატული თეატრის შენობა ქ. სოხუმში (1952) — საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (12.12.1952).

საქნახშირის შენობა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია) ქ. თბილისში (1953 კ. ჩხეიძესთან ერთად).

ზაჰესის მოსაბრუნებელი ნაგებობის რეკონსტრუქცია, 1955.

შრომები

Архитектура ИМЭЛ в г. Тбилиси, 1938

Дом правительства Грузинское ССР, 1939

Жилой комбинат г. Тбилиси, 1039

Архитектура Джвари, 1940

Архитектура малой церкви в Джвари, 1940

Ансамблерные решения в архитектуре Грузии, 1946

Рецензия о книге В. В. Беридзе «Архитектура Грузии», 1946

Архитектура ранне италянскрго ренесанса и зодчества Грузии, 1946

Рецензия о книге О. Пиралишвили «Бобневская роспись», 1946

Вопросы национальной архитектуры «Грузии», 1946

Задачи советских архитекторов Грузии, 1946

Искуство Грузии, 1946

Методы построения центральной сооружении Грузии, 1946

Советская архитектура Грузии, 1946

ჯილდოები და მედლები

საპატიო ნიშნის ორდენი (№88462, 09.07.1946);

მედალი, „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“ (09.07.1946).

მედალი, „მამაცური შრომისათვის. ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების წლისთავის აღსანიშნავად“ (25.03.1970)

მედალი, „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცდაათი წელი“ (23.09.1975)

ოჯახი

მეუღლე — ანა ჩხიკვაძე (რუს. Анна Евстафевна Ена; დ. 1910, მაკეევკა — გ. 5 ოქტომბერი, 1988, თბილისი) — საბჭოთა მხატვარი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.


ორი შვილი:


არჩილ ჩხიკვაძე (დ. 6 აგვისტო, 1930 — გ. 22 ივნისი, 2018, თბილისი) — არქიტექტორი;

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე (დ. 4 იანვარი, 1940, მოსკოვი — გ. 29 ოქტომბერი, 2019, თბილისი) — პალეანტოლოგი.

ლიტერატურა

ნინიკაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 177.

გაზეთი „თბილისი“, 25 თებერვალი, 1987 წელი

გაზეთი „არქიტექტურა და მშენებლობა“, №32 (83), 15 ოქტომბერი, 1992 წელი

რესურსები ინტერნეტში

მიხეილ ჩხიკვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.


წყარო ვიკიპედია;




არჩილ მიხეილის ძე ჩხიკვაძე არქიტექტორი დაბ. ოზურგეთი 1930-2018წწ

2 0

ვიაჩესლავ მიხეილის ძე ჩხიკვაძე პროფესორი, ჰერპეტოლოგი, პალეონტოლოგი. 1940-2019წწ

2 0

ჩხიკვაძე - გვარის 28 ღვთისმსახური

1 0

პანტელეიმონ ჩხიკვაძე 1903-40წწ მწერალი, დაბ. სოფ. ბუკისციხე, ჩოხატაური, გურია

1 0


ვანო ჩხიკვაძე 1947წ მწერალი, პოეტი დაბ.სოფ. კირბალი, გორი, შიდა ქართლი

1 0


ვიქტორ ჩხიკვაძე 1912-2006წწ აკადემიკოსი, იურისტი. დაბ. სოფ ზოვრეთი, ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


დიეგო ჩხიკვაძე დ.2001წ. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა სოფ. ოქტომბერი ქედა აჭარა

1 0

3 0 1


გიორგი ჩხიკვაძე დ.2001წ. ახალგ. ოლიმპ. ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. სენაკი

1 0

5 4 1


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.09.2026
ბოლო რედაქტირება 02.09.2026
სულ რედაქტირებულია 3