პანტელეიმონ ჩხიკვაძე (1903-1940) დაიბადა ჩოხატაურის რაიონ, სოფელ ბუკისციხეში.
1922 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში პირველმა განასახიერა ინდუსტრიალიზაციის თემა (რომანები "სართულები" და "ამხანაგი ბუთხუზი", ორივე 1931); გურია-სამეგრელოში 1905-1907 წლების რევოლუციურ ვითარებას მიუძღვნა რომანი - "ნაბიჯები" (1933), საკოლმეურნეო მშენებლობას რომანი - "ახალი ხმელეთი" (არ დაუმთავრებია). თანამედროვე თემატიკას ეხება პ. ჩხიკვაძის მოთხრობები ("რომანტიული ამბავი", 193; "შეძლებული ცხოვრებისაკენ", 1934; "მეცხრე ცაზე", 1936 და სხვა) და ნარკვევები. მწერლის თხზულებებს პოპულარობა მოუპოვა აქტუალურმა პრობლემატიკამ.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.177; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/88452
ბიბლიოგრაფია
- ახალი ხმელეთი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1946. - 242გვ.
- რომანტიული ამბავი : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1933. - 86გვ.
- ამხანაგი ბუთხუზი : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1931. - 56გვ.
- მინდვრის კვირეული : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, 1931. - 71გვ.
- სართულები : რომანი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის 1-ლი სტ., 1931. - 272გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010293/