სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
არჩილ მიხეილის ძე ჩხიკვაძე არქიტექტორი დაბ. ოზურგეთი 1930-2018წწ არჩილ მიხეილის ძე ჩხიკვაძე არქიტექტორი დაბ. ოზურგეთი 1930-2018წწ

1930-2018 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ჩხიკვაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

არჩილ მიხეილის ძე ჩხიკვაძე არქიტექტორი დაბ. ოზურგეთი 1930-2018წწ

არჩილ მიხეილის ძე ჩხიკვაძე (დ. 6 აგვისტო, 1930, ოზურგეთი — გ. 22 ივნისი, 2018, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. მოღვაწეობის სფეროები: მოცულობითი არქიტექტურა, ქალაქგეგმარება, ლანდაშფტური არქი-ტექტურა, საბაღე-საპარკო არქიტექტურა, ინტერიერი.


ბიოგრაფია

არჩილ ჩხიკვაძე დაიბადა 1930 წლის 6 აგვისტოს ოზურგეთში. 1949-1955 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატრო აკადემიაში; „МВХПВЦ“-ს (სტროგანოვის სასწავლებელი მოსკოვში) ასპირანტურა. პედაგოგები: მ. ჩხიკვაძე, გ. ლეჟავა, ვ. ჭედია, ლ. მესხიშვილი, ვ. ჩხენკელი, ლ. სუმბაძე. სადიპლომო ნამუშევარი — „საჯარო ბიბლიოთეკა 5 მილიონ ტომზე“ (ხელმძღვანელი ვ. ჩხენკელი). კონკურსები: გმირთა მოედნის ობელისკის პროექტი; გრიბოედოვის ძეგლი (პირველი ვარიანტის პროექტი, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), I პრემია, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი (თანაავტორი), III ადგილი. 1959 წლიდან არქიტექტორთა კავშირის წევრია.


ძირითადი ნამუშევრები

ა. ჩხიკვაძის ძირითადი ნამუშევრებია: რესტორანი „არაგვი“ თბილისში, რესტორანი „ფსოუ" ლესელიძეში, გორის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია; სამხატვრო აკადემიის საერთო საცხოვრებელი 500 ადგილზე (პროექტი); მინისტრთა საბჭოს შენობაში საზეიმო სასადილოს დარბაზი 400 ადგილზე, სოხუმის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია; ქარ-თული თოჯინების თეატრი 200 ადგილზე, ბიბლიოთეკა 50000 ტომზე ყვარელში და თიანეთში, კულტურის სახლი კურორტ მუაშში, აბასთუმნის კურორტ „არაზინდოს“ რეკონსტრუქცია (პროექტი); კურორტ აბასთუმნის საცხოვრებელი სახლების (10 სახლი) რესტავრაცია და რეგენერაცია (პროექტი), სოფ. ყაჩაღანში კულტურის სახლის რეკონსტრუქცია; რესტორნები: „Старая Крепость" და „Лесная поляна“ სევასტოპოლში (პროექტები); მეტალურგთა კულტურის სახლის რეკონსტრუქცია რუსთავში.


გამოფენები

გამოფენები: სსრკ არქიტექტორთა კავშირის, რესტორანი „არაგვი“, მოსკოვი (1972), საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა კომიტეტის კონკურსზე — ბიბლიოთეკა 50000 ტომზე ყვარელში.


ჯილდოები და მედლები

დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1971), სსრკ არქიტექტორთა კავშირის გამოფენაზე მოსკოვში ბრინჯაოს დიპლომით (1972), საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის საპატიო სიგელით (1979);


მონაწილეა „Союзгипроторг-ის ფილიალის დაარსებისა ყაზახეთის რესპუბლიკაში (ალმაათა, 1957), მუშაობდა „Союзгипроторr"-ში (მოსკოვი) არქიტექტორად (1956); „Союзгипроторг“-ის კავკასიურ ფილიალში (თბილისი) პროექტების მთავარ არქიტექტორად (1958); ჯგუფის ხელმძღვანელად (1964); III სახელოსნოს მთავარ არქიტექტორად (1967); განყოფილების უფროსის მოადგილედ (1969), თსსა საპროექტო ბიუროს მთავარ არქიტექტორად (1972), „კულტპროექტის II სახელოსნოს უფროსად (1973), „ИПГ“ საქკურორტ ჯგუფის მთავარ არქიტექტორად (1989), პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსსა ინტერიერის კათედრაზე (1971-1978).


ლიტერატურა

მამულაშვილი თ. (რედაქტორი), "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში", თბ., 1999, გვ. 92-93

წყარო ვიკიპედია. 




მიხეილ არჩილის ძე ჩხიკვაძე 1903-1987წწ პროფესორი არქიტექტორი

2 0

ვიაჩესლავ მიხეილის ძე ჩხიკვაძე პროფესორი, ჰერპეტოლოგი, პალეონტოლოგი. 1940-2019წწ

2 0

ჩხიკვაძე - გვარის 28 ღვთისმსახური

1 0

პანტელეიმონ ჩხიკვაძე 1903-40წწ მწერალი, დაბ. სოფ. ბუკისციხე, ჩოხატაური, გურია

1 0


ვანო ჩხიკვაძე 1947წ მწერალი, პოეტი დაბ.სოფ. კირბალი, გორი, შიდა ქართლი

1 0


ვიქტორ ჩხიკვაძე 1912-2006წწ აკადემიკოსი, იურისტი. დაბ. სოფ ზოვრეთი, ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


დიეგო ჩხიკვაძე დ.2001წ. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა სოფ. ოქტომბერი ქედა აჭარა

1 0

3 0 1


გიორგი ჩხიკვაძე დ.2001წ. ახალგ. ოლიმპ. ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. სენაკი

1 0

5 4 1


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.09.2026
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0