დაბ. 24 დეკემბერი, 1987წ. ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაქულტეტი ქიმიის ბაკალავრის სპეციალობით 2009 წელს;
თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის ხილ-ბოსტნეულის ტექნოლოგიისა და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტი, სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრის სპეციალობით 2010 წელს; გავლილი აქვს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ტრეინინგ კურსი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მეღვინეობასა და სასურსათო ტექნოლოგიების დარგში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გახლდათ პრეზიდენტის სტიპენდიანტი; 2009-2011წწ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეასრულა თავისი სამაგისტრო ნაშრომი თემაზე - "საგურამო-ბიწმენდის მიკროზონაში ინტროდუცირებული წითელყურძნიანი ზოგიერთი ჯიშის სამეურნეო ტექნოლოგიური თვისებების შესწავლა" და მიიღო სასმელების ტექნოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2011-2018წწ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე - "აბორიგენული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების წითელ ყურძენში ფენოლური სიმწიფის ინდექსის შესწავლა და გავლენა წითელი ღვინის ხარისხზე" და მიიღო სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
2018 წლიდან არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011-2016წწ. მუშაობდა არაერთ წარმატებულ ქართული ღვინის კომპანიაში (თბილღვინო, ასკანელი ძმები და ა.შ). 2018 წლიდან არის "Erasmus+" გაცვლითი პროგრამაში მონაწილე ლექტორი, რომელიც კითხულობს სალექციო კურსს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის; 2016 წლიდან დაიწყო საქმიანობა უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში. 2019 წელს შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმის წყალობით მიაღწია უდიდეს წარმატებას და გახდა ბრენდული კომპანიის "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მთავარი ტექნოლოგი; არის 32-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და ვებინერის მონაწილე სპიკერი, სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჟიურის წევრი, მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი; აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას იაკობ გოგოებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. სასურსათო ტექნოლოგიების აკადემიური დოქტორი. მეღვინე-ტექნოლოგი.