მირიან ნუგზარის ძე ხოსიტაშვილი დაიბადა 1985 წლის 30 ივნისს თბილისში. ეთნოლოგი, პროფესორი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე. მისი წვლილი განსაკუთრებულად დიდია ბიბლიოთეკების განვითარებაში. გახსნა და პოპულარიზება გაუკეთა საქართველოს უამრავ კუთხეში. ხელმძღავნელობს ეროვნებით ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობებს, თურქეთში, ირანში.
პროექტმა მემატიანე შექმენი საკუთარი ისტორია mematiane.ge გადასცა სიგელი "მოყვასი", თანადგომისა და დახმარებისათვის. მასვე ეკუთვნის იდეა პროექტი: "შექმენი საკუთრ ისტორია"-ს, წინ სწერებოდა მემატიანე.
30 დეკემბერი 2020 წელი
ქაიხოსრო (ირანული) " სახელოვანი თავადი ". ერქვა ქართველ მოწამეს. ამჟამად მივიწყებული სახელია, წინათ გვხვდებოდა მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენელთა შორის, დაბალ წრეებში კი გავრცელებული იყო მისი შემოკლებული ფორმები: ხოსრო, ხოსია, ხოსიტა, ხოსრუა. ამათგან მომდინარეობს გვარები: ქაიხოსროშვილი, ხოსროშვილი, ხოსიაშვილი, ხოსიტაშვილი, ხოსიშვილი, ხოსრიაშვილი, ხოსრუაშვილი, ხოსიკურიძე, ხოსიაური.
ჭაჭკარი — ისტორიული სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში ვარძიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის ნაპირებზე. გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები (მიწურ-ბანიანი სახლები, მესხური დარბაზები) და სხვა.
სოფელს 2016 წლის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია