თათია ვასილის ასული ხოსიტაშვილი
დაიბადა ქ. თბილისში 1990 წლის 20 ივლისს. თათია ხოსიტაშვილი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი აგრონომიაში. 1996-2007 წლებში მან წარჩინებით დაამთავრა სოფელ დიღმის #210 საჯარო სკოლა, 2008 წელს ჩაირიცხა 50 %-იანი გრანტით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე, აგროეკოლოგიის სპეციალობით, ბაკალავრი დაამთავრა წარჩინებით იყო როგორც უნივერსიტეტის, ისე პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ბაკალავრიატის სწავლისას ხშირად იღებდა მონაწილეობას სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში და აქვს შესაბამისი სიგელებიც. 2012 წლიდან ის იწყებს პროფესიულ განვითარებასა და ზრდას, რაც გამოიხატება მის პრაქტიკულ სამსახურეობრივ საქმიანობით, 2012 წლის აპრილის თვიდან თათია (მე-4 კურსის სტუდენტი) მუშაობდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში მცხეთა-მთიანეთისა და შიდა-ქართლის აგროტურის გიდად, ამ სამსახურმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მის პროფესიულ წინსვლაზე. 2013 წლის 1 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შემდეგ დაიწყო პროფესიული საქმიანობა მცხეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში უფროს სპეციალისტად, უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში იზრდებოდა მისი როგორც პროფესიონალიზმი, ისე თანამდებობა.
2014 წელს ჩაირიცხა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მაგისტრატურის აგრობიოტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 2016 წელს და მიიღო აგრობიოტექნოლოგიის მაგისტრის წოდება. მაგისტრატურის სამეცნიერო კვლევის მიმდინარეობისას, თათია გახდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრთა სასწავლო-კვლევითი პროექტის გრანტის მფლობელი „პომიდვრის სამხრეთამერიკული მენაღმე ჩრჩილის Tuta absoluta M. შესწავლა აღმოსავლეთ საქართველოში და მისი მავნეობის რიცხოვნობის შემცირების ღონისძიებათა სისტემის დამუშავება“. 2015 წლის 5 იანვრიდან თათია მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად, მისი პრაქტიკული გამოცდილება წლებთან ერთად უფრო და უფრო იზრდებოდა, სამსახურის პარალელურად იღებდა როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ სწავლება-გამოცდილებას. 2016 წლის ოქტომბრის თვეში ჩააბარა დოქტორანტურაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე. დოქტორანტურაში სწავლისას აქტიურად ახდენდა სადოქტორო თემის ირგვლივ სიღრმისეულ კვლევებს აღმოსავლეთ საქართველოს სასათბურე მეურნეობებში. 2018 წლის თებერვალი-აპრილის თვეში პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას გადიოდა ეგვიპტეში, ეგვიპტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელ ბატონ აჰმედ ჰედერთან ერთად, მისი დახმარებით კვლევები მიმდინარეობდა ეგვიპტის 4 სასათბურე მეურნეობაში, გიზა, ქაირო, ტანტა და ფაიუმი პომიდვრის სამხრეთამერიკული მენაღმე ჩრჩილის შესახებ, მან მიიღო დიდი გამოცდილება და გაიზიარა როგორც მათი, ისე იქ მონაწილე 14 ქვეყნის წარმომადგენლის გამოცდილება. ამ წლების განმავლობაში გავლილი აქვს როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სწავლება, ტრეინინგი, პრაქტიკული გადამზადება აგრარულ სფეროში (ჩინეთი, ეგვიპტე, თურქეთი, საბერძნეთი) მიღებული აქვს შესაბამისი სიგელები, ჯილდოები და სერთიფიკატები. 2020 წლის 1 ივნისიდან დღემდე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის მთავარ სპეციალისტად (სამსახურის უფროსის მოადგილე). თათია ხოსიტაშვილი არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერთა ერთიანი ბაზის წევრი მცენარეთა დაცვის მიმართულებით. ასევე წარმოადგენს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრს, მცენარეთა დაცვის მიმართულებით. თათია ხოსიტაშვილი გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფის ავტორი და თანაავტორი, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ რეფერირებად ჟურნალებში.