არჩილ გელოვანი ვიქტორის ძე (27 ნოემბერი1915-78) გენერალ-მაიორი (1962) გენერალ-ლეიტენანტი (1965) გენერალ-პოლკოვნიკი (1975), საინჟინრო ჯარების მარშალი(1977);
დაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი(ყოფილი ლეჩხუმის მაზრა), სოფელი სპათაგორი.
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს; ლენინგრადის ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი 1939 წელს.
1939 წლიდან მსახურობდა არმიაში; II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო-საზღვაო და საფორტიფიკაციო მშენებლობებს; 1945 წლიდან მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; 1949 წლიდან იყო სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, იმავე სამმართველოს უფროსი და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწე მშენებლობის დარგში 1953 წლიდან; 1964–1969წწ. იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხედრო საბჭოს წევრი; 1969–1971წწ. სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; 1971–1974წწ. სსრკ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის უფროსი; 1974–1987წწ. სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მშენებლობისა და ჯარების განლაგების დარგში. საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი (1977).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- რსფრ VII-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1971 - რსფსრ დამსახურებული ინჟინერი
- 1968 - ლენინური პრემია
- 1962 - უკრაინის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი
- სევასტოპოლის საპატიო მოქალაქე
Арчи́л Ви́кторович Гелова́ни (14 (27) ноября 1915, село Спатогори[1] Кутаисской губернии, ныне в составе Грузии — 19 августа 1978, Москва) — советский военачальник, маршал инженерных войск (1977). Заслуженный строитель РСФСР (1971). Депутат Верховного Совета РСФСР 9-го созыва (1975—1978)
შვილი ვიქტორ გელოვანი Виктор /Вика/ Геловани ? დ. 1944წ. აკადემიკოსი 500მლნ. წარმ. სპატგორი ცაგერი
შვილიშვილი Арчи́л Ви́кторович Гелова́ни (род. 15 декабря 1974, Москва) — российский и грузинский предприниматель, кинопродюсер. Член совета директоров ГК «МЕТРА», НПО «НЕОЦИНК»; член правления компании «Дженерал Нано Оптикс» (General Nano Optics). Основатель и руководитель студии «Независимый Кинопроект»