სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დავით გელოვანი 1968-92 წ. გარდ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ვაზისუბანი თბილისი

1968-1992 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გელოვანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

დავით გელოვანი 1968-92 წ. გარდ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ვაზისუბანი თბილისი

დათოზე წერილის დაწერა რომ გადავწყვიტე, ჯერ მის უმცროს დას ნანას დავუკავშირდი.დედამისთან ქალბატონ თამართან მისვლა მიმძიმდა, მისთვის შვილის დაკარგვით გამოწვეული მწუხარება რომ არ გამეახლებინა. ვფიქრობდი, რომ ნანა უფრო შეძლებდა თავისი სათაყვანებელი ძმის დახასიათებას,მაგრამ არც მასთან შეხვედრა აღმოჩნდა იოლი.


ეს მშვენიერი ოცდაორი წლის ქალიშვილი მწუხარებისაგან ისე იყო ტრავმირებული, რომ როგორც კი თავისი ძმის ამხანაგებთან ერთად გაზეთში გამოქვეყნებულ ფოტოსურათს მოჰკრა თვალი, გული შეუწუხდა. რამდენს ვეცადე, უემოციებოდ გვესაუბრა, არაფერი გამოვიდა. ისევ დათოს მეზობლებასა და ახლობლების ნაამბობს დავეყრდენი.

მიჩვენეს დათოს გვარდიელის მოწმობა # 446, რომელიც ახლა ოჯახის ძვირფას რელიქვიად ქცეულა. მასში ვკითხულობთ: "დავით ფრიდონის ძე გელოვანი – საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ოფიცერი, აქვს იარაღის ტარების უფლება“,

ოჯახის ახლობლები გვიამბობდნენ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ თამარმა როგორ სიმწრით გამოზარდა ოთხი შვილი – სამი ქალი და ერთი ვაჟი, -როგორ ტკბილი და კარგი ოჯახი ჰქონდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, დათო, თვრამეტი წლის ჭაბუკი, 1986 წელს

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ქ. მაგადანში მსახურობდა.1989 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თავის მეგობრებთან ერთად ეროვნულ მოძრაობაში ჩაება. ხოლო ქართული ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისთანავე მის რიგებში ჩაირიცხა,

დათოს მეგობრები ახასიათებენ როგორც დისციპლინირებულ, მამაც, უშიშარ ახალგაზრდას, ამხანაგების მოყვარულ და ერთგულ პიროვნებას.

როცა ოსმა სეპარატისტებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება სცადეს, დათო თავის ამხანაგებთან ერთად სამაჩაბლოში გაეშურა, აქ მას ქართული მიწა-წყლის დაცვა მოუხდა.

1992 წლის აგვისტოში დავით გელოვანი იმ გვარდიელებთან ერთად იყო რომლებიც აფხაზეთში შევიდნენ სპეციალური დავალებით: დაეცვათ რკინიგზა,ხიდები ყაჩაღებისა და ბანდიტებისაგან, რომლებიც თავიანთი მოქმედებით, ძარცვა-გლეჯით სახელმწიფოს დიდ ზიანს აყენებდნენ. მაგრამ ქართველ გვარდიელებს აფხაზმა ბოევიკებმა სროლა აუტეხეს, დაიწყო ქართველებზე თავდასხმა,რამაც თანდათანობით ბრძოლის ხასიათი მიიღო.

დავით გელოვანი იმ გვარდიელების რიცხვში იყო, რომლებმაც მთავრობის სახლის თავზე აფხაზი ექსტრემისტების მიერ აღმართული, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის დროშა ჩამოხსნეს ღა მის მაგივრად საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული დროშა ააფრიალეს.

დავით გელოვანი სულ ორიოდე კვირა იბრძოდა აფხაზეთში სამშობლოს მთლიანობის დასაცავად, და ამ ხნის განმავლობაში გამოჩენილ მამაცობისა და თავგანწირული ბრძოლისათვის ამხანაგებში და. გვარდიის ხელმძღვანელობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, აფხაზეთში მას მაიორის წოდება. მიანიჭეს.

უშიშარსა და გამბედავს სიკვდილმა ეშერაში მოუსწრო. 1992 წლის 1 სექტემბერს აქ დიდი ბრძოლები იყო გაჩაღებული. მიუხედავად იმისა, რომ დათო ბრძოლიდან ახლად დაბრუნებული იყო და მეთაურმა დასვენება ურჩია, მას მაინც გულმა არ მოუთმინა და, როცა მისი ამხანაგი დაზვერვაზე გაუშვეს, ისიც გაჰყვა. ეს მისი ბოლო გასვლა აღმოჩნდა, სნაიპერის ტყვიამ. იმსხვერპლა გულადი მეომარი.

მხოლოდ შეორე ღღეს შეძლეს ამხანაგებშა მტრისაგან დაცხრილული მისი ცხედრის ტყიდან გამოტანა და თბილისში ჩამოსვენება,

ასე გმირულად დაიღუპა სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული ოცდაოთხი წლის ჭაბუკი, რომელმაც, მართალია, ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, ვერ დაგვიტოვა ძე და ასული, მაგრამ დატოვა ნამდვილი ვაჟკაცის სახელი. დავით გელოვანის ხსოვნა მუდამ იქნება მისი ახლობლებისა და მეგობრების გულებში.

კარგი იქნება, რომ ვაზისუბანში, სადაც იგი გაიზარდა, ერთ პატარა ქუჩას მაინც მიაკუთვნონ მისი სახელი.

გმირები არ კვდებიან, მათ სახელს სიყვარულითა და მოწიწებით წარ მოსთქვამს შთამომავლობა.


ლარისა ხუბულური



ფოტო მოგვაწოდა ლევან თეიმურაზის ძე ჟვანიამ დაბადებულია 1985 წელი გულრიფში აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0