ლავრენტი ჭიჭინაძე (1906-1997) დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტი 1930 წელს.
1927 წლიდან აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს; 1934-1941წწ. იყო ჟურნალ "ოქტომბრელის" რედაქტორი; 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1947-1963წწ. გაზეთ "ნორჩი ლენინელის" პასუხისმგებელი მდივანი ხოლო 1965-1967წწ. საბავშვო წიგნის სახლის დირექტორი; პირველი წიგნი - საბავშვო მოთხრობათა კრებული "ისლიანი სახლები" გამოსცა 1933 წელს; ლ. ჭიჭინაძეს ეკუთვნის ისტორიული რომანი "ნარბევი"(1938), ისტორიულ მოთხრობათა კრებული "ნადირ-შაჰის ხმალი" (1942), მოთხრობებისა და ზღაპრების კრებული "ორი ნაპირი" (1966), მოგონებანი "შუქი სხივოსანთა" (1974) და სხვ.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.403
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1984 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
- 1975 - საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშკი
ბიბლიოგრაფია
- ნარბევი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 157გვ.
- ნადირ-შაჰის ხმალი : ისტორიული მოთხრობები. (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1941. - 188გვ.
- ჭარმაგი : მოთხრობა საშუალო ასაკისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის საბ. და ახალგაზრ. სექტორი და მე-3 სტ., 1935. - 101გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001185/