სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
ნიკოლოზ (პარმენ) გაბრიელის ძე ჭიჭინაძე 1873-1921წწ სამხედრო მინისტრი. სოფ. გოდოგანი, თერჯოლა, იმერეთი.

1873-1921 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი ჭიჭინაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

ნიკოლოზ (პარმენ) გაბრიელის ძე ჭიჭინაძე 1873-1921წწ სამხედრო მინისტრი. სოფ. გოდოგანი, თერჯოლა, იმერეთი.

ნიკოლოზ (პარმენ) გაბრიელის ძე ჭიჭინაძე (დ. 18 ნოემბერი1873გოდოგანი, — გ. 30 სექტემბერი1921თბილისი) — სამხედრო მინისტრი (ნოემბერი 1920-25/02 1921) ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი 1920 წლის ნოემბრიდან 1921 თებერვლამდე.


ჭიჭინაძე დაიბადა შორაპნის მაზრის სოფ. გოდოგანში. ეუფლებოდა მედიცინას, მაგრამ ახალგაზრდობიდან ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი და მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1911-1915 წლებში საქართველოდან გაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის საწყის ეტაპზე ჩაბმული იყო დონის როსტოვის მოვლენებში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918-1920 წლებში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის მოადგილე იყო და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.


1920 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე ჩაანაცვლა საქართველოს სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, 19 თებერვალს, სამხედრო მინისტრი ჭიჭინაძე და დამფუძნებელი კრების წევრები ნოე ხომერიკიგრიგოლ ურატაძე და გოგილო ცინცაძე, ფრონტის დათვალიერებისას, ორ შეიარაღებულ წითელარმიელს გადააწყდნენ, რომლებიც იქვე დაატყვევეს. საბჭოთა რუსეთის მიერს საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მინისტრი ჭიჭინაძე საქართველოში დარჩა, დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ტუსაღობისას დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. მის დაკრძალვას საქართცელოში ერთ-ერთ პირველი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია მოჰყვა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჭიჭინაძე ალექსი იაკობის ძე 1820-1897წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბარი (ონი)

2 0

ჭიჭინაძე - გვარის 35 ღვთისმსახური

1 0

მიხეილ ჭიჭინაძე კონსტანტინეს ძე 1870-1919 რუსეთის გენერალი იმერეთი, Чичинадзе Михаил Константинович

1 0


ლავრენტი ჭიჭინაძე 1906-1997წწ მწერალი, დაბ.სოფ. საქარა, ზესტაფონი, იმერეთი

1 0


კონსტანტინე ჭიჭინაძე 1891-1960წწ მწერალი, პოეტი, დაბ.სოფელი ხიმში, ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი

1 0


ზაქარია ჭიჭინაძე 1853-1931წწ ისტორიკოსი, მკვლევარი, მწერალი, დაბ. თბილისი

1 0