კონსტანტინე ჭიჭინაძე (1891-1960) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმშში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1913-1915წწ. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში მიწისმზომავად; 1916-1918წწ. იყო მე–6 სათადარიგო ბატალიონში პრაპორჩიკი; 1919-1921წწ. მუშათა და გლეხთა ინსპექციაში რევიზორი; 1921-1923წწ. რაჭის მაზრის თესვის კამპანიის ხელმძღვანელი; 1924-1925წწ. ჟურნალ "მნათობის" სტილისტი; 1908 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი; 1924 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული "რჩეული ლექსებიდან"; დაწერილი აქვს პოემები: "რიონის აპოლოგია", "შუა აზია", "მარინა რასკოვა". ნაყოფიერად მუშაობდა რუსთველოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "ალიტერაცია ქართულ შაირში და ვეფხისტყაოსნის პრობლემა", "რუსთაველის გარშემო", "რუსთაველი და მისი პოემა". 1934 წელს გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" ჭიჭინაძისეული გამოცემა; ასევე თარგმნა – "ამბავი იგორის ლაშქრობისა", "სიმღერა ნიბელუნგებზე", დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" პირველი ნაწილი, ბაირონის, პუშკინის, ნეკრასოვის ნაწარმოებები.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.410
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პოეტების სექცია, თავმჯდომარე (1944-1948)
- სახელგამის სარედაქციო კოლეგია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
- საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1951. - 183გვ.
- შუა აზია : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ფედერაციას გამ-ბა და სტ., 1937. - 46გვ.
- რუსთაველის გარშემო (ავტორი). - ტფილისი, პოლიგრაფსკ. სტ., 1928. - 159გვ.
- რჩეული ლექსები მეორე წიგნიდან (ავტორი). - ტფილისი, პოლიგრაფსკოლის სტამბა, 1927. - 94გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001767/