ქეთევან ჭილაშვილი (1921-2014) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს.
1943-1944წწ. მუშაობდა მარტყოფის სკოლაში მასწავლებლად. 1944-1945წწ. იყო ბიბკოლექტორის საქმის მწარმობელი. 1960-1962წწ. ქ. ჭილაშვილი ჟურნალ "საქართველოს ბუნების" რედაქტორად მუშაობდა. იყო გაზეთ "ნორჩი ლენინელის" და ჟურნალ "პიონერის" ლიტერატურული მუშკი. 1977 წელს კი საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის კონსულტანტი. სამწერლო მოღვაწეობა ადრე დაიწყო. პირველი ნაწარმოები "და-ძმა", 1951 წელს გამოაქვეყნა, ხოლო მოთხრობათა პირველი წიგნი "პატარა მეგობრებს" 1953 წელს. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ პრესაში და იდგმებოდა თბილისის მოზარდ–მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში. წლების განმავლობაში იყო მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის თავნჯდომარე, კონსულტანტი. 2017 წლის თებერვალში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სამგორის რაიონის ერთერთ ქუჩას საბავშვო მწერლის ქეთევან ჭილაშვილის სახელი მიენიჭა.
წყარო: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი : libofund.blogspot.com
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- შრომის ვეტერანის მედალი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
- ღირსების ორდენი
- შიო მღვიმელის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- კუდა-კუდა მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, დილა, 2005. - 108გვ.. - ISBN: 99940-813-6-5
- უნაბი-ადგილის დედა (ავტორი). - თბილისი, 2004. - 32გვ.
- ლურჯთვალა იები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 166გვ.
- გზა მშვიდობისა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 104გვ.
- კერა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1982. - 136გვ.
- მარცვალა და ხარისთვალა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 91გვ.
- აფრინდა, აფრინდა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 58გვ.
- პატარა მეგობრებს (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1953
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000591/
- ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ჩერქეზეთიდან მოსულს ცხენის მებაჟეობა“.
- სერგეი გაბრიელის ძე ჭილაშვილი (1803–1864) გენერალ–მაიორი, შემახის სამხედრო გუბერნატორი.