1875 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.
1896 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. ამავე წლის 9 დეკემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე, პირველი კურსიდან გამოვიდა სასწავლებლიდან და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ დაინიშნა.
1898 წელს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა.
1898 წლის 30 ივლისს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ანაგის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა.
1902 წლის 24 დეკემბერს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა და ამავე ეკლესიაში მედავითნის შტატში დაადგინა.
1904 წლის 1 ოქტომბერს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1907 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
1908 წელს ჭიკაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1921 წლის მონაცემებით კვლავ ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურია. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე ნატალია ნოდარის ასული - დაბადებული 1882 წელს