გრიგოლ ცეცხლაძე (1894-1976) დაიბადა ლენჩხუთის რაიონ, სპფელ ჩანჩენთში. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1915-1917წწ. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ინსტრუქტორი; 1918-1920წწ. გაზეთ "მეგობრის", ხოლო 1920-1921წწ. გაზეთ "სახალხო გაზეთის" რეპორტიორი; 1921-1923წწ. გაზეთ "წითელარმიელის" ლიტმუშაკი; 1924-1927წწ. ჟურნალ "ხელოვნების" რედაქციის მდივანი; 1927-1929წწ. გამომცემლობა "ქართული წიგნის" მდივანი; 1939-1941წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი; 1942-1947წწ. ჟურნალ "ნიანგის" ლიტმუშაკი; 1948-1949წწ. საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე; 1930-1938წწ. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას; 1917 წლიდან დაიწყო ლექსების ბეჭდვა; გამოსცა შემდეგი წიგნები: "პოეტის ყეფა", "ფერად–ფერადი ლექსები", "საკუთარი ხმა", "ოთხი მაუზერი"; ასევე თარგმნა – ესენინის "ანნა ონეგინა", მაიაკოვსკის ლექსები და პოემები, ნეკრასოვის "ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად".
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.205; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.511
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1935-)
- ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
ბიბლიოგრაფია
- ახალი ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1949. - 120გვ.
- საკუთარი ხმა : ლექსები და პოემები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის სტ., 1935. - 124გვ.
- ოთხი მაუზერი : პოემა (ავტორი). - ტფილისი, პოლიგრაფტრ. 1-ლი სტ., 1931. - 63გვ.
- პოეტის ყეფა (ავტორი) // წ. 1. - ტფილისი, სამხედრო კომისარიატის სტ., 1924. - 32გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001775/