მამუკა ცეცხლაძე 1960 27 ოქტომბერი, დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1986 წელს.
თბილისის I თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს კურატორი, პროექტის "ჩრდილში" ავტორი; მხატვარია ფილმებისა: "ახალი წელი", "როდესაც ჩაიქროლებს, რაც ვერ ჩაივლის"; ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულია მისი სტატიები. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილუსტრაციები, რომლებიც ლევან გველესიანის წიგნისთვის – "მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს"– შეიქმნა. ფერმწერი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ტექსტზე, არჩევდა სცენებს და საბოლოოდ 110 ნამუშევარი წარმოადგინა, რომელთაგან 90 გამოქვეყნდა კიდეც. ეწყობა მისი პერსონალური გამოფენები. მხატვრის ტილოები მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 380
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ახალგაზრდა მხატვართა კავშირი, წევრი