სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი ერისთავი ნიკოლოზის ძე (1875-1947) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კარალეთი გორი

1875-1947 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ერისთავი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

313       ბეჭდვა

გიორგი ერისთავი ნიკოლოზის ძე (1875-1947) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კარალეთი გორი

ერისთავი (ქსნის) გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე (5 ივნისი 1875-1947) თავადი, გენერალ-მაიორი (1918).


ქსნის ერისთავთა შთამომავალი, გენერალ–მაიორი გიორგი (გიგუშა) ერისთავი დაიბადა 1875 წლის 3 ოქტომბერს გენერალ–ლეიტენანტ ნიკოლოზ ერისთავის ოჯახში. დედა – ეკატერინე სარაჯიშვილი. გენერალ–ლეიტენანტი იყო მისი უფროსი ძმა ალექსანდრე ერისთავიც.

გიგუშა ერისთავმა დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და 01.09.1893–დან ჩადგა სამხედრო სამსახურში. სწავლა განაგრძო პეტერბურგის პაჟთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა კორნეტის ჩინით (12.08.1895). იმავე წელს განამწესეს ლაიბ–გვარდიის ულანთა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის პოლკში (ვარშავის სამხედრო ოლქში).


პოლკში მისი კარიერა წარმატებით განვითარდა: 12.08.1899–ში დაინიშნა პორუჩიკად, 12.08.1903–დან შტაბს–როტმისტრია. ამავე წელს გახდა ფლიგელ–ადიუტანტი, 1907 წლის 12 აგვისტოს მიენიჭა როტმისტრის, შემდეგ ადიუტანტის ჩინი. 1916–1917 წლებში უკვე თავად მეთაურობდა აღნიშნულ პოლკს. გიგუშა ერისთავი იმპერატორ  ნიკოლოზ II–ის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.

მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. 1914 წლის 6 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის ოქტომბერში მეთაურობდა გვარდიის კავალერიის ბრიგადას, რომელიც გადმოსროლილ იქნა მოსკოვში ჩრდილო–დასავლეთის ფრონტიდან. მოსკოვის ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თან სდევდა ხელისუფლების გადასვლა ბოლშევიკების ხელში,  განკარგულება მისი ბრიგადის გადასროლაზე იქნა გაუქმებული და ბრიგადა განლაგდა გჟატსკის მიდამოებში (პეტროგრადთან).


საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის გიგუშა ერისთავი დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის ორდენის III (1906), II (1913) და II (მახვილებით. 1915) ხარისხებით;  წმ. ანას ორდენის III (1910), II (მახვილებით. 1914) და III (მახვილებითა და ბაფთით. 1916) ხარისხებით; წმ. ვლადიმერის ორდენის IV (მახვილებითა და ბაფთით. 1914) და III (მახვილებით. 1916) ხარისხებით; მიღებული ჰქონდა სპარსეთის „ლომისა და მზის“ (1901) და ჩერნიგორიის „თავად დანიელის“ (1903) III ხარისხის ორდენები; საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კომანდორის ჯვარი და ასევე, იტალიის „ წმინდა მავრიკისა და ლაზარეს“ ორდენის კომანდორის ჯვარი. 

1917 წლის ბოლოს გიგუშა ერისთავი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა სამშობლოში. ცხოვრობდა თბილისში. 1918–1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა ცხენოსან კორპუსს. 1918 წელს მიანიჭეს გენერალ–მაიორის წოდება.

1918 წელს ცოლად შეირთო იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა მერი შერვაშიძე. მათ ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს, მაგრამ დაქორწინება დაუგვიანდათ, რადგან ფრეილინებს გათხოვება ეკრძალებოდათ. მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწერეს ჯვარი ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში.

1921 წლის თებერვალ–მარტში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრისას, ქართულ ნაწილებთან ერთად გენერალი ერისთავიც ბრძოლით იხევდა ბათუმისკენ. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მერი ბათუმიდან საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბულში, სადაც მას უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. 

ემიგრაციაში გიგუშა ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ორგანიზაციების საქმიანობაში. გარდაიცვალა პარიზში, 1947 წლის 10 მაისს. დაკრძალულია სენტ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაოზე, მეუღლესთან ერთად. აქვეა მისი ძმის საფლავიც.

წყარო:

1. www.grwar.ru/persons/persons.html?id...

2. გოგიტიძემამუკაერისთავი გიორგი (გიგუშანიკოლოზის ძეთავადი  // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 28-29

3. ჯავახიშვილი ნიკო. 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები // ისტორიანი. – 2019. - #3. - გვ. 36-43

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000308/


გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის-ძე ერისთავი , თავადი

(03.10.1875 -10.05.1947)

გენერალი (1918)

გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლოზ ერისთავის შვილი და გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ერისთავის ძმაა. 

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და პაჟთა კორპუსი. 

1895 წლიდან მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა მისი უდიდებულესობის სახელის პოლკში (ვარშავის სამხედრო ოლქში). 

1903 წელს დაინიშნა ფლიგელ-ადიუტანტად, შემდეგ ლაიბ-გვარდიის ულანთა მისი უდიდებულესობის სახელის პოლკის ადიუტანტად. 

იყო რუსეთ-იაპონიის (1904-05) ომის მონაწილე. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა. 

1914 წლის 6 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 

მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 

1916-1917 წლებში მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა მისი უდიდებულესობის სახელის პოლკს. 

1917 წლის ოქტომბერში მეთაურობდა გვარდიულ ცალკეულ კავალერიის ბრიგადას, რომელიც გადმოსროლილ იქნა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტიდან მოსკოვში. მოსკოვის ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თან სდევდა ხელისუფლების გადასვლა ბოლშევიკების ხელში, განკარგულება მისი ბრიგადის გადასროლაზე იქნა გაუქმებული და ბრიგადა განლაგდა გჟატსკის მიდამოებში (პეტროგრადთან). პირველივე შესაძლებლობისთანავე პოლკოვნიკი ერისთავი გაემგზავრა საქართველოში. 

1917 წლის ბოლოს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა ტფილისში. 

1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა ცხენოსან კორპუსს. 

1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთთან ომის დროს ქართულ ნაწილებთან ერთად იხევდა ბათომისკენ, საიდანაც გემით წავიდა ემიგრაციაში, საფრანგეთში.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო:

 «წმ.სტანისლავის»   III (1906),  II (1913) და  II (მახვილებით-1915) ხარ.,

«წმ.ანას»   III (1910),  II (მახვილებით-1914) და  III (1916) ხარ., «წმ.ვლადიმერის»   IV (მახვილებით და ბაფთით-1914) და  III (მახვილებით-1916) ხარ. ორდენებით.

მიღებული ჰქონდა

 საფრანგეთის «საპატიო ლეგიონის» ორდენის კომანდორის ჯვარი, 

იტალიის «წმ.მავრიკის და წმ.ლაზარეს» ორდენის კომანდორის ჯვარი, სპარსეთის «ლომისა და მზის»   III (1901) ხარ. 

 ჩერნოგორიის «თავად დანიელის»   III (1903) ხარ. ორდენები.

დაკრძალულია პარიზთან, სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე, ძმასთან ერთად.

მამა ნიკოლოზ ერისთავი ბიძინას ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.კარალეთი გორი ქართლი



ძმა ერისთავი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1873-1955) საქართველოს გენერალი




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0