სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ ერისთავი ბიძინას ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.კარალეთი გორი ქართლი ნიკოლოზ ერისთავი ბიძინას ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.კარალეთი გორი ქართლი ნიკოლოზ ერისთავი ბიძინას ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.კარალეთი გორი ქართლი

1834-1912 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ერისთავი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ნიკოლოზ ერისთავი ბიძინას ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.კარალეთი გორი ქართლი

ერისთავი (ერისტოვი) ნიკოლოზ ბიძინას ძე 1 იანვარი, 1831-18 აპრილი,


1912  თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1894), 1878-89 ბათუმის გარნიზონის ჯარების სარდალი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1878); დაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი(1912). ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. გენერლების - ა. ნ. ერისთავისა და გ. ნ. ერისთავის მამა, გენერლების - მ. ბ. ერისთავისა და კ. ბ. ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმის(1853-1856) და რუსეთ-ოსმალეთის(1877-1978) ომებში. 1867 წლიდან იყო  თერგის ოლქის, ხოლო 1874 წლიდან იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი, 1878 წელს ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, 1863 წელს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, ბათუმის გარნიზონის უფროსი. მიღებული აქვს თურქეთის მეჯიდიეს ორდენი, სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი, ბუხარის ოქროს ვარსკვლავის ორდენი, ოქროს ხმალი, 1884 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.62

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია, საგვარეულო სასაფლაო, თბილისი



ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი (დ. 1 იანვარი1831, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 18 აპრილი1912თბილისი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1912). ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, გენერლების ალექსანდრე ერისთავისა და გიორგი (გიგუშა) ერისთავის მამა. გენერლების მიხეილ ერისთავისა და კონსტანტინე ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1867 წელს იყო თერგის ოლქის ჩაჩნეთის ოკრუგის, 1874 წელს – იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი, 1878 წელს – ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, 1883 წელს – ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, ბათუმის გარნიზონის უფროსი. 1884 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. დაჯილდოებულია ოქროს ხმლითწმინდა ანას (I, II), წმინდა სტანისლავის (I, II), წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე თურქული მეჯიდიეს, სპარსეთის ლომისა და მზის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის (I ხარისხი) ორდენებით. დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.

დაქორწინებული იყო ეკატერინე ზაქარიას ასულ სარაჯიშვილზე.



შვილი ერისთავი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1873-1955) საქართველოს გენერალი




შვილი ერისთავი (ქსნის) გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე (1875-1947) საქართველოს გენერალი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0