სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დიმიტრი ერისთავი 1931წ  მხატვარი, დაბ. ქ.თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ერისთავი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

დიმიტრი ერისთავი 1931წ მხატვარი, დაბ. ქ.თბილისი.

დიმიტრი ერისთავი (1931)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხარტვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

1962 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; 1967-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პედაგოგი, ხოლო 1982 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ "ნიანგთან", ჟურნალ "ცისკართან", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოსთან". პერსონალური გამოფენები: საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი(თბილისი, 1966); მეგობრობის სახლის საგამოფენო დარბაზი(ბელგრადი, 1986); გალერეა TMS(2002), 


გალერეა "შარდენი"(2008) და სხვ. მხატვარია შემდეგი ფილმების: "ექსპრეს-ინფორმაცია" და "არს ნათელი", "მთვარის ფავორიტები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "გიორგობის თვე", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და სხვ. პუბლიკაციები: "დიმირტი ერისთავი - 100 რეპროდუქცია"(ალბომი, გამომცემლობა ხელოვნება, თბილისი, 1979), "ჰამლეტი"(უ. შექსპირი, ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1981), "ქართული ხალხური ზღაპრები"(ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1983), "100 ქართველი და 100 ეპიზოდი"(ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1994) და სხვ. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: მედალი საუკეთესო გრაფიკული პორტრეტისათვის (მ. აბაზაძის პორტრეტი, 1963), წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი (შექსპირის ჰამლეტის ილუსტრაციებისათვის, 1976), ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბიენალეს მედალი (1986), I პრემია (საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისათვის, 2005).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 122;       armuri.4forum.biz; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : www.geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1957-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2006 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1967 - საქართველოს კომკავშირის პრემია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0