დეკანოზი გიორგი
ერისკაცობაში: ლაშა ჯემალის ძე ერისთავი.
დაიბადა: 21. 01. 1975 წ. (ქ. ქუთაისში).
ანგელოზის დღე: 16 ივლისი-ღირსი გიორგი ღმერთშემოსილი.
დიაკვნად კურთხევა:15. 07. 2012 წ.
მღვდლად კურთხევა:14. 01. 2014 წ.
დეკანოზის ხარისხში აყვანა:13. 12. 2017 წ.
ვრცლად: დეკანოზი გიორგი (ერისკაცობაში ლაშა
ჯემალის ძე ერისთავი) დაიბადა: 21. 01. 1975 წ. ქ. ქუთაისში.
მშობლები: მამა _ ჯემალ ერისთავი.
დედა _ ეთერ ფხაკაძე, პედაგოგი.
მოინათლა 1979 წელს.
1992 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის რუსულენოვანი #9-ე საშუალო სკოლა.
ჰყავს მეუღლე _ ნანა ერისთავი პროფესიით ექიმპედიატრი. ამჟამად მუშაობს სააფთიაქო ქსელ `პსპ~-ში.
შვილები: ანა (1996 წ.), მარიამი (2002 წ.), თორნიკე (2007 წ.), ქრისტინე (2011 წ.), დანიელი (2016 წ.).
1994-1997 წლებში მუშაობდა მოსკოვში.
1998-2001 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქ. ქუთაისის საერო ინსტიტუტი `გელათი~, საბანკო და ფინანსების განხრით.
2003-2008 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გელათის სასულიერო აკადემია.
2005 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა სტიქაროსნად. მას შემდეგ მსახურობდა ქ. ქუთაისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის, წმ. გიორგის და სოფელ სორმონის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიებში მედავითნედ.
2010-2012 წლებში მუშაობდა გელათის სასულიერო აკადემიაში, ძველი აღთქმის პედაგოგად.
2012 წლის 15 ივლისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) მიერ, ქ.რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში იკურთხა დიაკვნად, ხოლო 2014 წლის 14 იანვარს, იმავე ეკლესიაში, ხელდასმულ იქნა მღვდლად.
2015-2017წწ. სწავლობდა და დაამთავრა ქ. ახალქალაქის წმ. ნინოს სახელობის რუსულენოვანი, საღვთისმეტყველო-მისიონერული სასწავლებელი.
2017 წლის 13 დეკემბერს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს მიერ აყვანილია დეკანოზის ხარისხში. დეკანოზი გიორგი ერისთავი მსახურობს
ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.