სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11793

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
რომანოზ ერისთავი 1680-იანი - 1753წწ მიტროპოლიტი დაკრძ. ასტრახანი (რუსეთი) რომანოზ ერისთავი 1680-იანი - 1753წწ მიტროპოლიტი დაკრძ. ასტრახანი (რუსეთი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ერისთავი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

რომანოზ ერისთავი 1680-იანი - 1753წწ მიტროპოლიტი დაკრძ. ასტრახანი (რუსეთი)

 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ. გვ. 26

მიტროპოლიტი რომანოზი ერისთავი 

მიტროპოლიტი რომანოზი XVII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, არაგვის ერისთავთა — გიორგი ოთარის ძისა და თამარ თამაზის ასულ ყაფლანიშვილის ოჯახში დაიბადა და ზუსტი თარიღი არაა ცნობილი. მისი და, ანა ერისთავი, ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უფროსი ძის, ბაქარის მეუღლე გახლდათ. ამის გამო რომანოზს მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამეფო კართან. გადმოცემის თანახმად, იგი დაოჯახებული გახლდათ. თუმცა მისი ბერად შედგომის მიზეზი ცნობილი არ არის. დაახლოებით 1710-11 წლებში, რომანოზის სახელით, დავით გარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა. რამდენიმე წლის შემდეგ არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1722 წლის დასაწყისში რუსეთში, წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა. ჩრდილო

9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ. გვ. 27

მიტროპოლიტი რომანოზი ერისთავი(გაგრძელება)

კავკასიაში, ქ. ყიზლართან იგი მაჰმადიანებმა გაძარცვეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. 1722 წლის 9 ივნისს მამა რომანოზი უკვე მოსკოვშია, დარეჯან არჩილის ასულთან. აქ მას დაენიშნა დახმარება — წელიწადში 100 მანეთის ოდენობით და ნება დართეს დონის ქართველთა მონასტერში ეცხოვრა. შემდეგ გადაიყვანეს ბოგოიავლენსკის მონასტერში. 1722 წლის ბოლოს მან რუსეთის მთავრობას სთხოვა: პასპორტის გაცემა მის სახელზე, ფულადი დახმარება და შე- იარაღებული დაცვა სამშობლოში დასაბრუნებლად. 1723 წლის თებერვალში მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, ამასთან, დაუნიშნეს დახმარება თვეში 30 მანეთი, რის გამოც იგი კვლავ რუსეთში დარჩა. მთავრობა ყოველთვის დროულად არ ეხმარებოდა მამა რომანოზს და მას დიდი გაჭირვების გადატანა უწევდა. იგი თავის მოგონებებში წერს: „ისე მიჭირდა, რომ იძულებული გავხდი ჩემი საარქიმანდრიტო ქუდი გამეყიდაო“. 1724 წელს ოსმალეთმა აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო და ქართლის მეფე ვახტანგ VI, მთელი თავისი სამეფო კარით, იძულებული გახდა რუსეთში გახიზნულიყო. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია მამა რომანოზმა, რომელიც მოსკოვში, მეფის ბრძანებით, რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.  1725 წლის ოქტომბერში, ვახტანგ VI-ის დავალებით, იგი საქართველოში დაბრუნდა, ვითომდა, თავისი დედისა და ნათესავების მოსანახულებლად. სინამდვილეში მის ჩამოსვლას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. მას უნდა შეემზადებინა ნიადაგი მეფის უკან დასაბრუნებლად და გავლენიანი თავადები გადაებირებინა. მამა რომანოზი თბილისში ცხოვრობდა, სადაც მცირე ქვის ეკლესია ააშენა და იქვე მონასტერი დაარსა. იმ პერიოდში მთელი აღმოსავლეთ საქართველო, თბილისის ჩათვლით, დაკავებული ჰქონდა თურქეთის არმიას. მალე მათ მამა რომანოზის აშენებულ მონასტერში სამხედრო რაზმი განათავსეს, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა თბილისს გასცლოდა. დავით გარეჯის მონასტერი ამ დროს ლეკების თავდასხმებისაგან დიდ გასაჭირში იყო, ამიტომ ვერც იქ დაბინავდა და 1729 წელს იძულებული გახდა უკან, რუსეთში დაბრუნებულიყო. მოსკოვში ჩასულ მამა რომანოზს წმინდა სინოდმა, სხვა ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, ჯამა- გირი დაუნიშნა. მას თვეში 70 მანეთი ეძლეოდა სახარჯოდ, თუმცა იგი რუსეთში დიდხანს არ დარჩენილა. 1730 წლის მაისში მან კვლავ ითხოვა საქართვე

9-2  საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ. 28

მიტროპოლიტი რომანოზი ერისთავი(დასასრული)

ველთა დასახლებაში, წმინდა სინოდის ნებართვის გარეშე ააშენა ხის ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვებს ატარებდა და სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა რუსეთში მყოფ ქართველებს. 1738 წელს იგი კვლავ საქართველოში გამოემგზავრა და ანანურში დაბინავდა, თუმცა ფეოდალური დაპირისპირების შედეგად აქ დამკვიდრება საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო. საქმე ისაა, რომ 1739 წელს შანშე ქსნის ერისთავმა ლეკების დახმარებით ანანურის ციხე-სიმაგრე აიღო და სასტიკად გაუსწორდა ბარძიმ არაგვის ერისთავის ოჯახს. მეუფე რომანოზი იძულებული გახდა იმერეთში გაქცეულიყო, სადაც ალექსანდრე მეფის კარზე რვა თვე გაატარა. აქედან იგი ყიზლარში გა- დავიდა და თავისი დის, ანას რეკომენდაციით, ისევ თავშესაფარი სთხოვა რუსეთის მთავრო- ბას. 1741 წლის ივნისში მეუფე რომანოზი უკვე მოსკოვშია, სადაც წმინდა სერგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ლავრაში მსახურობდა, 1743 წლიდან კი, თავისი თხოვნის საფუძველზე, ჩუდოვის მონასტერში განამწესეს. 1744 წლის 11 ივლისს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო წირვაში, რომელიც გერმანელებთან ზავის დადების გამო აღესრულა. 1748 წლის 26 აგვისტოს მეუფემ ნებართვა ითხოვა, რათა საქართველოში გამომგზავრებულიყო. ბო- ლო წლებში იგი ხშირად ავადმყოფობდა და გადაწყვეტილი ჰქონდა ― თავისი სიცოცხლე დავით გარეჯის მონასტერში დაესრულებინა. 1749 წლის 16 იანვარს წმინდა სინოდისაგან უარი მიიღო, რადგანაც მას ბოლო ჩასვლის შემდეგ პირობა ჰქონდა დადებული, რომ სამუდამოდ რუსეთში დარჩებოდა. ამავე წლის 10 მაისს კიდევ ერთხელ გაიმეორა თხოვნა. ამჯერად ნებართვა მიიღო და სასწრაფოდ სამშობლოში გამოემგზავრა. როგორც შემდეგში გაირკვა, მისი უკანასკნელი ჩამოსვლის მიზეზი წმინდა ნინოს ჯვარს უკავშირდებოდა. მან ქართლ-კახეთის მეფეების, თეიმურაზ II-ისა და ერეკლეს II-ის და საქართველოს ეკლესიის ნებართვის გარეშე, წმინდა ნინოს ჯვარი უჩუმრად რუსეთში წაიღო და სიკვდილის პირას მყოფ მეფე ბაქარს ჩაუტანა. თუმცა არსებობს ვერსია, თითქოს ჯვარი ვაზისა მეფე არჩილმა 1688 წელს წაასვენა რუსეთში, თუმცა ეს ვერსია არცერთი წერილობითი წყაროთი არ დასტურდება. მიტროპოლიტი რომანოზი 1753 წლის 30 იანვარს, ქ. ჩორნი იარაში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად იგი 13 მარტს, ქ. ასტრახანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასაფლავეს. მეუფე რომანოზი ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობა-საც. ჯერ კიდევ ბერობაში, 1715 წელს, მან გადაწერა ფსალმუნნი. ხოლო 1738 წელს, მოსკოვში, ქართველ წმინდანთა: წმინდა ევსტათის, წმინდა ტრიფონის, წმინდა დავით გარეჯელის ცხოვრებანი. შემდეგში გადაწერა იოანე სინელის — „კლემაქსი“. მონაწილეობა მიიღო 1744 წელს მოსკოვში დაბეჭდილი ქართული ბიბლიის გამოცემაში, რომელიც „ბაქარისეული ბიბლიის“ სახელითაა ცნობილი. 1745 წელს დაუწერია თხზულება: „წინწილა ღაღადებისა“. ეს წიგნი, როგორც თავად ამბობს: „ტეხილია მეხიანი მათთვის, რომელთა მტკიცედ არ უპყრიეს სიტყუანი ქრისტესნი და მამათა და მოწამეთანი, არამედ თვისთა მუცლითა მეზღაპრობენ და გარეშეთ წიგნებთა იმოწმებენ დააძინებენ  და გამოეძიებენ ცუდთა და ამაოთა საძიებელთა“ და ის, რაც მე დავწერე, ჩემი მოგონილი კი არ არის, არამედ სახარების, სამოციქულოს, ფსალმუნნისა და წინასწარმეტყველთაგან ამოკრებილ ადგილებს შეიცავს. თხზულება მიმარ-თულია თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ, რომელმაც ქართველთა მოწინავე წრეებში XVIII საუკუნეში გაიდგა ფესვი. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.09.2025
ბოლო რედაქტირება 27.09.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0