ერისთავი (ერისტოვი) მიხეილ ბიძინას ძე 9 თებერვალი, 1827-7 მაისი, 1894 დაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.
რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1877). ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. გენერლების-ნ. ბ. ერისთავისა და კ. ბ. ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმის (1853-1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომებში.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.61
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
დაკრძალვის ადგილი: კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია, საგვარეულო სასაფლაო, თბილისი