თამარ ერისთავი ( 25 დეკემბერი 1908) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1928 წელს ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის თეატრში; შემდგომ წლებში მოღვაწეობდა თბილისის სატირის (1930-1933), ნაძალადევის მუშათა (1933-1935), სანკულტურის (1935-1937), ველისციხის (1937-1938), ჭიათურის (1938-1942), გორის (1943-1949), ზუგდიდის (1950-1952) სახელმწიფო თეატრებში; 1952 წლიდან კვლავ გორის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზეინაბი, რუქაია (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), დესპინე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ელენე (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), დარეჯანი (კ. ყიფიანის "სამეგრელოს მთავარი ლევანი"), ნელი (გ. ქელბაქიანის "გამოცდები"), ნატალია (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ლედი მილფორდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ემილია (შექსპირის "ოეტლო"), იოკასტა (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ვარდო (ს. მთვარაძის "სურამის ციხე") და სხვა.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.