ირაკლი სამსონაძე (1961) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1983 წელს.
1989-1996წწ. იყო გამომცემლობა "მერანის" თანამშრომელი; ალმანახ "დრამატურგის" მთავარი რედაქტორის მოადგილე და მთავარი რედაქტორი.
არის 17 პიესის ავტორი. 2000 წელს გამოცემული აქვს პიესების კრებული "ტრიპტიქი"; 2001 წელს მოთხრობების წიგნი "გარეუბანი", 2002 წელს რომანი "ყურთბალიში". მისი მოთხრობები შესულია კრებულში "15 საუკეთესო მოთხრობა". მიღებული აქვს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია, არის ლიტერატურული კონკურსი "კვალის" გამარჯვებული (2004).
წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.org
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1985-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1980-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა"
- 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- ყურთბალიში (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2004. - 126გვ.. - ISBN: 99940–810–0–4
- გარეუბანი (ავტორი). - თბილისი, სანი, 2003. - 123გვ.. - ISBN: 99940–705–7–6
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001280/