თენგიზ სამსონაძე (1928-2008)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.
დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა 1949 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1955 წელს. დარგი: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური და კინო–სატელევიზიო მხატვრობა.
1955 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ფუნჯით ნათქვამი"(1960), "ექიმი მიდის ფეხბურთზე" (1962), "ციმბირის პაპა" (დოკუმენტური, 1968), "დილა მშვიდობისა" (დოკუმენტური, 1974), "სუფთა დაფა" (1981) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნულ გალერეაში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1968-)
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1958-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - ღირსების ორდენი
- 1994 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი