იოსებ სამსონაძე (1934- 1993)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1957 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1963 წელს.
1958 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიაში. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "ქვასანაყი" (ანიმაციური, 1976); სცენარის ავტორია ფილმის: "გაზაფხულის დაბადების დღე"(ანიმაციური, 1985); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "როგორ ააშენეს სახლი" (ანიმაციური, 1965), "ო, მოდა, მოდა..."(ანიმაციური, 1968), "კაცუნები"(ანიმაციური, 1978), "ყოფნა, თუ სმა..." (ანიმაციური, 1985); ანიმატორია ფილმების: "ჭა" (ანიმაციური, 1974), "თერძი ბესო" (ანიმაციური, 1977), "კაცუნები"(ანიმაციური, 1978), "ფაკირი" (ანიმაციური, 1979), "ყოფნა, თუ სმა..." (ანიმაციური, 1985), "პროფილი და ანფასი" (ანიმაციური, 1988).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი