გურამ პეტრიაშვილი (1942) დაიბადა ქალაქ ლენტეხში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1964 წელს.
1978 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). სხვადასხვა დროს საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეკვიზიტორი, რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, ტელესტუდიის ტელეოპერატორი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "მე დავბრუნდები" (1982), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (ქმარი, 1983), "ადამიანთა სევდა" (1984), "ელისა და რარუს თვგადასავალი" (1986), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა" (1988), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (კარისკაცი, 1989), "ალყა" (1990), "ბრავო, ჯორდანო ბრუნო"! (1993) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "რად სტვენს ბულბული" (1980), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (1986); დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "რად სტვენს ბულბული" (1980), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (1986)
წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო , წევრი (1990-1991)
ბიბლიოგრაფია
- როცა თქმა სჯობს არათქმასა : სტატიები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 366გვ.
- პატარა ქალაქის ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 301გვ.
- ქალაქი, წვიმა და ვარსკვლავები : ლექსები. ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1985. - 241გვ.
- კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1984. - 167გვ.
- ლექსები და ზღაპარ-ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 76გვ.
- წვიმა პატარა ქალაქში : მოთხრობები უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 108გვ.