სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10620

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდრე პეტრიაშვილი 1937-1992წწ გენოციდი დაბ. გუდაუთა. ალექსანდრე პეტრიაშვილი 1937-1992წწ გენოციდი დაბ. გუდაუთა.

1937-1992 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი პეტრიაშვილი სია

გუდაუთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

ალექსანდრე პეტრიაშვილი 1937-1992წწ გენოციდი დაბ. გუდაუთა.

ალექსანდრე პეტრიაშვილი: დაიბადა 1937 წლის 4 ნოემბერს გუდაუთაში, დაიღუპა 1992 წლის 4 სექტემბერს, გუდაუთაში.

არნახული ძეგლი ავტორი ციცინო ჯულუხიძე


გუდაუთელი ალექსანდრე პეტრიაშვილი ცოცხლად 

დამარხეს მტრებმა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი იყო.

ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. არა, მთლად მოულოდნელი არ ყოფილა - კარგა ხანია, იგრძნობოდა რაღაც გაუცხოება ძველ მეზობლებსა და მეგობრებს შორის: თავის არიდება, გვერდზე თავის მიბრუნება, ჭირსა და ლხინში გამოკლება, მაგრამ ბუნებით მშვიდი და აუღელვებელი პატიოსანი რაჭველი კაცისათვის ეს ყველაფერი თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა, უფრო სწორად, სერიოზულად არ მიუღია, გულთან არ მიუტანია, რადგან თვითონ იმდენად სპეტაკი იყო და გულმართალი, სხვის ბოროტებას ვერ აღიქვამდა. 


აგვისტოს ცხელი დღე იდგა, ეზო ბავშვების ჟრიამულს აევსო. თბილისში გათხოვილი ქალიშვილები ესტუმრნენ ოჯახს თავიანთი ცუგრუმელებით. საღამოს სახლში დაბრუნებულ პაპას მოსასვენებლად ვინ მოაცლიდა - ზოგი მუხლებზე აცოცდებოდა, ზოგი კისერზე აძრომას ცდილობდა. ებღაუჭებოდნენ ყოველი მხრიდან და იყო ერთი სიცილ-კისკისი და მდელოზე კოტრიალი. მერე ხან დედა დაუცაცხანებდა პატარებს, ხან ბებია -  მოასვენეთ კაცი, დაღლილია, ვერ ხედავთო, მაგრამ ბაბუა მაშინვე დამცველად ევლინებოდათ:


- მოიცათ, მოიცათ, მეთამაშონ, დასვენება და სიმშვიდე საიქიოშიც მეყოფა ასი წლის შემდეგო.

ასე ხუმრობდა და რა იცოდა, რომ სიკვდილი სულ ახლოს იყო ჩასაფრებული...

აგვისტოს ცხელი დღე იდგა, დაუვიწყარი და ავადმოსაგონარი ყველა იმ ქართველისათვის და არა მარტო ქართველისათვის, ვისაც ფესვები აფხაზეთის მიწაში ედგა და მისი ზღვის ფშვინვის იავნანით იძინებდა. აგვისტო იდგა, მიწა ხვატისაგან დამსკდარიყო, პირი ფართო დაეღო - სისხლის წვიმების მოახლოვებას გრძნობდა. ზღვა ფერს უცნაურად იცვლიდა, მუქდებოდა - ცრემლების მდინარეებს ელოდა, დრტვინავდა, ნაპირს გრუხუნით აწყდებოდა, თოლიების ყივილით აფრთხილებდა ადამიანებს, ყური მიეპყროთ მისთვის, მაგრამ ადამიანებს გონება დაბინდვოდათ - სიძულვილს ემძლავრა, მხეცი გაღვიძებულიყო მათ სულში, ეშმას დაებუდებინა და თვალები დაებინდა, სისხლის სუნი იგრძნობოდა და, როგორც მტაცებელს, აღაგზნებდა მათ...


შიშმა, საკუთარი შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტმა მშვიდი რაჭველი კაციც გამოაფხიზლა, ქალები და ბავშვები დიდი ჭაპან-წყვეტით გააშორა ქარ-ცეცხლს და თვითონ მეზობლებთან ერთად იმ კერის სადარაჯოდ დარჩა, რომლის ჩაქრობის უფლებასაც მას წინაპართა აჩრდილები არ აძლევდნენ.

უბედურება უბედურებას მოსდევდა. გადაწვეს და გააპარტახეს კოხტა კარ-მიდამოები, ღამით ხან აქ, ხან იქ ისმოდა ქალების კივილი და ავტომატის ჯერი კვეთდა ჰაერს. უიარაღო მამაკაცები უილაჯობისაგან ხელებს იჭამდნენ და მოკუმული ბაგეებით, ჩაწითლებული თვალებით ელოდნენ სასწაულს - ქართველების მოსვლას, მხარში ამოდგომას, იარაღს, ტყვია-წამალს, რათა მათაც შესძლებოდათ ხმის ამოღება...

რიჟრაჟზე შემოცვივდნენ ეზოში, მთვრალები იყვნენ, ავტომატებს ჯოხებივით იქნევდნენ.

- შენ ოქროები გექნება შენახული, კარგი მაცხოვრებელი ჩანხარ! - დამცინავად უთხრეს ხელებშებოჭილ მამაკაცს, რომელსაც უკვე კარგა ხანია, მზის სინათლე არ ენახა - სარდაფში ჰყავდათ გამომწყვდეული. გახეთქილ წარბზე სისხლი შეხმობოდა, წვერი გაზრდოდა, თვალები ჩაღამებოდა.

- ქართველების მოსვლას ელი, არა! ვის ახსოვხარ! ვინ დაგპატიჟათ, ეს მიწა ჩვენია!

- ეს საქართველოა!

- იყო, ახლა აღარ არის.

- ვერ მოესწრებით!

- მოვესწარით და ეგ არის, აქ ქართველი კაცი ფეხს ვერ დაადგამს, თქვენი ძვალიც არ დარჩება!

- ეს საქართველოა!

- გეუბნები, თქვენი ძვალიც კი არ დარჩება-მეთქი. ვერ ხედავ, რამდენი ნასახლარი ბოლავს - ყველგან ქართველებია გამომწვარი.

- ჩვენი შვილები დაბრუნდებიან, ეს საქართველოა!

- მორჩით, ახლა, თქვას, სადა აქვს განძი და ჩავაძაღლოთ!

- ჩემი განძი ჩემი შვილებია, მათ კი თქვენ ვერ მისწვდებით, არაკაცებო. ჩემთვის სულ ერთია, სად მოვკვდები.

- როგორ მოკვდები, არც იმას აქვს მნიშვნელობა? - ჩაიცინა ბოროტად. - რომ იძახდით, ეს მიწა ჩვენიაო, ახლა მართლა შენი გახდება...

შვიდი ბანდიტი ადგა თავზე. საკუთარი ხელით გაათხრევინეს ღრმა ორმო, შიგ ჩააყენეს და ნელ-ნელა დაუწყეს მიწის მიყრა.

- მოგწონს? შენია? - დაჰხარხარებდნენ თავზე აფთრებივით.

მთელმა ცხოვრებამ გაუელვა წამიერად თვალწინ. თავისი თვალციმციმა, მოსიყვარულე ქალიშვილები გაახსენდა.

-ბაბუ, ბაბუ! - თითქოს ჩაესმა საყვარელი შვილიშვილების ჭყლოპინი.

მაღლა აიხედა - მეწამულისფრად შეეღება ამომავალ მზეს აღმოსავლეთი. თბილი სიო მოელამუნა სახეზე, თითქოს სამუდამოდ გამოეთხოვა. მარჯვენა ხელი ასწია, თითქოს თვითონაც დაემშვიდობა მნათობს და ასე აწეული დარჩა - მიწით ამოავსეს მტარვალებმა ორმო. მერე, მოსაპარი რომ ვერაფერი იპოვეს, ცეცხლს მისცეს წლობით ნაამაგარი კარ-მიდამო და გინებით გავიდნენ ქუჩაში...

არნახული ძეგლი დარჩა ნასახლარზე - ნაყარი მიწიდან ამოშვერილი ნაჯაფი ხელის მტევანი...


სტატია მოამზადა ციცინო ჯულუხიძე ვალერიანის ასული, დაბადებულია 1954 წელს სოხუმში




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2023
ბოლო რედაქტირება 20.02.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0