სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კახაბერ წინამძღვრიშვილი 1973-1993წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ძალისი, მცხეთა, ქართლი. კახაბერ წინამძღვრიშვილი 1973-1993წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ძალისი, მცხეთა, ქართლი. კახაბერ წინამძღვრიშვილი 1973-1993წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ძალისი, მცხეთა, ქართლი. კახაბერ წინამძღვრიშვილი 1973-1993წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ძალისი, მცხეთა, ქართლი. კახაბერ წინამძღვრიშვილი 1973-1993წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ძალისი, მცხეთა, ქართლი. კახაბერ წინამძღვრიშვილი 1973-1993წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ძალისი, მცხეთა, ქართლი. კახაბერ წინამძღვრიშვილი 1973-1993წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ძალისი, მცხეთა, ქართლი.

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი წინამძღვრიშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

381       ბეჭდვა

კახაბერ წინამძღვრიშვილი 1973-1993წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ძალისი, მცხეთა, ქართლი.

კახაბერ წინამძღვრიშვილი მიხელის ძე



დაიბადა 1973 წლის 2 დეკემბერს მცხეთაში/სოფელ ძალისში, 1992-1993 წლებში მსახურობდა 1 საარმიო კორპუსის 1 ბრიგადაში რიგით ჯარისკაცად. გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე 1993 წლის ივლისში ტამიშთან დესანტის გადმოსხმის დროს 19 წლის ასაკში. გადმოსვენებულია 12 ივლისს და დაკრძალულია ძალისში მამის გვერდით საგვარეულო საფლავში. კახას ხსოვნის უკვდავსაყოფად მშობლიურ სკოლაში აგებულია მისი სახელობის მემორიალური ძეგლი და მისი სახელი ამოტვიფრულია გმირთა მოედნის საძმო დაფაზე.


" მიდიხარ, მიხვალ იქ, სიკვდილის თეთრ საუფლოში, ტკივილშეყრილი და ბაგეზე ღიმილშეყინული, იარა მოუშუშებელი და ბავშობა დაუმთავრებელი....ბევრია შენნაირი, უსაფლავონიც, უსამარონიც, თქვენ ერთ დიდ ტაძარში ხართ, მამული რომ ჰქვია სახელად....თქვენი პატარა დამფთხალი სულები კი ქართლის ცხოვრების სევდიან ფურცლებს შეეყუჟნენ,




იქა ხართ, იქ სადაც საუკუნეების მანძილზე ივერიის ბედკრული შვილები ერის სამსხვერპლოს სიცოცხლეს ტარიგად სწირავდნენ, ჩუმად, უხმაუროდ მიხვედით და სანთლის მაგივრად შენი სული აანთე, საკუთარი სიცოცხლე დააღვენთე. "ცხოვრების გარიჟრაჟზე დაგიღამდა შენი სიკვდილი ბრალი არის, სულეთის ბილიკზე მიდიხარ და ჟამიც დაგიდგება მთვარიანი. ამაყი მიუხვალ მამა-პაპათ, ვეღარ დაგაღონებს ქარ-წვიმები, მიწაში გაგიცვდება სააქაო ქართული ჩოხა და ყამიწები. კახა სხეული მოასვენე-ტყვია დაკრული და ნაწამები, მიწავ,შვილი კარგათ შემინახე დედა ჩამოგძახებს გამწარებით. სულეთის ბილიკებს გაჰყოლიხარ, ჟამი დაგდგომია მთვარიანი, ვაი, სიცოცხლის გარიჟრაჟზე შენი სიკვდილი ბრალი არის. ინფორმაცია მოგვაწოდა დალი წინამძღვრიშვილმა ბიძაშვილი



ითანამშრომლა დალი წინამძღვრიშვილი ბიძაშვილი


სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

კახაბერ წინამძღვრიშვილი დაიბადა 1973 წლის 2 დეკემბერს, მცხეთაში, სოფელ ძალისში. 1992-1993 წლებში მსახურობდა პირველი საარმიო კორპუსის, პირველ ბრიგადაში, რიგით ჯარისკაცად. გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს, 19 წლის ასაკში. დაკრძალულია ძალისში, მამის გვერდით, საგვარეულო სასაფლაოზე. დალი წინამძღვრიშვილი, ბიძაშვილი: "ომი რომ დაიწყო, სამხედრო სავალდებულო სამსახური ახალი მოხდილი ჰქონდა, მაშინვე მოინდომა წასვლა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. 19 წლის იყო 20-ის ვერც გახდა. ბოლოს მაინც წავიდა. კახას გაცნობიერებული ჰქონდა თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ომში მის წასვლას, მაგრამ ერთი წუთითაც არ უფიქრია უკანდახევა. ამბობდა, წინამძღვრიშვილი ვარ, სახლში როგორ გავჩერდები, წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლოო. ბევრი თხოვნის მიუხედავად დაგვემშვიდობა და წავიდა ბედისწერასთან პირისპირ შესახვედრად. თურმე რა სასტიკი ყოფილა ბედისწერა კახასთვის... ერთი წუთით არ მიუტოვებია განსაცდელში სამშობლო და მეგობრები. ბავშვობიდან გამორჩეული იყო სითბოთი და სიყვარულით მოყვასის მიმართ. უშიშარი მეომარი იყო კახა, სამხედრო მანქანით ემსახურებოდა მებრძოლებს. ბოლო წასვლის წინ, მეგობრები შეიკრიბნენ, იქ უთქვამს - "მე შეიძლება ცოცხალი ვეღარ დავბრუნდე და არ დამივიწყოთო." თითქოს გული უგრძნობდა იმ განსაცდელს, რაც ელოდა. სამი დღე ფრენა არ იყო, ნაწილში იყო, ვერ მიფრინავდა, ვურეკავდი და ვთხოვდი, არ წასულიყო, თითქოს მეც ვგრძნობდი, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. ამბობდა, წინამძღვრიშვილი ვარ, სახლში როგორ გავჩერდები, წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლოო. არ უღალატა თავის სამშობლოს და მეგობრებს. 1 ივლისს ჩაფრინდა, სოხუმში და ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს, 2 ივლისს, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.10 დღის შემდეგ დავიბრუნეთ ჩვენი ნაწამები, პატარა გმირი და მამის გვერდით დავკრძალეთ, თავის სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე. გამორჩეულად მამაცი და ვაჟკაცური იყო, უშიშარი... საუკეთესო ახალგაზრდები შეეწირნენ ამ ომს, ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე." გოჩა წინამძღვრიშვილი, ძმა: "კახა ყველაზე პატარა იყო ძმებს შორის. ბავშვობაშიც გამორჩეული იყო გამბედაობით და ვაჟკაცობით. მახსოვს, ერთხელ სკოლაში, უფროს კლასელებთან ჩხუბი მოუვიდათ. სხვებს შეეშინდათ და კახა 5 უფროსკლასელ ბიჭთან მარტო დარჩა საჩხუბრად. უკანდახევა არ უყვარდა, მეგობარს გასაჭირში არასდროს მიატოვებდა, არც არაფრის ეშინოდა. ომის დროს მანქანაზე იჯდა, ტყვია-წამალს, იარაღს, საკვებს აწვდიდა ჯარისკაცებს. რამდენჯერმე იყო ჩამოსული ომიდან და ერთი ტყვიაც კი არ მოუტანია სახლში. ერთხელ სახლში იყო, მანქანას აწესრიგებდა და ე.წ "კუზაოზე" ახალთახალი ავტომატი იპოვა. გადაირია, ეს იარაღი ვის დარჩა ნეტაო, არც არავინ იცოდა იმ იარაღის არსებობის შესახებ, მაგრამ მაშინვე თავის უფროს ჩაუტანა, დატოვებას როგორ ვიკადრებო. ასეთი იყო პატიოსანი, წესიერი და სამართლიანი რაც შეეხება მისი დაღუპვის ამბავს, ზუსტად ეს რა ვითარებაში მოხდა არავინ იცის, რადგან, ვინც მასთან ერთად იყო ყველა დაიღუპა. წესით კახა არ უნდა ყოფილიყო იქ, სხვა ბატალიონში იყო. ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ჩვენ და რამდენად მართალია არ ვიცი. მებრძოლებს, ვინც ტამიშში იყვნენ დისლოცირებული, ტყვია-წამალი და საჭმელი სჭირდებოდათ და ჩემი ძმა წასულა, წაუღია. შემდეგ უკან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ რაციები ჰქონიათ დამჯდარი და დილამდე დარჩი, მანქანის "აკუმლატორით" დავტენითო და კახაც დარჩენილა. სწორედ იმ ღამეს მოხდა ტამიშის დესანტის გადმოსხმა და თავდასხმა. 10 დღე არაფერი არ ვიცოდით მის შესახებ, შემდეგ გავიგეთ მისი დაღუპვის ამბავი და 12 ივლისს გადმოვასვენეთ, სახეც კი არ ეტყობოდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო... ჩვენ სოფელში საგვარეულო სასაფლაოზეა დაკრძალული..." კახას ხსოვნის უკვდავსაყოფად მშობლიურ სკოლაში აგებულია მისი სახელობის მემორიალური ძეგლი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.08.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.06.2023
სულ რედაქტირებულია 3



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0