მაყვალა ალექსანდრეს ასული მრევლიშვილი (დ. 14 თებერვალი, 1909, სიღნაღი — გ. 5 სექტემბერი, 1992, თბილისი) — ქართველი საბავშვო პოეტი.. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს.
პირველი ლექსი "წერილი აბასთუმნიდან" 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი "ლექსები" - 1940 წელს. სამამულო ომის თემაზე შექმნა პოემა "ჭირნახული", რომელმაც იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. ლექსთა კრებულებმა: "ქართვლის უბეში"(1950), "ლექსები"(1958), "ჩემი ზეკარი"(1960) "გულისა"(1961), პოემამ "მზისკენ"(1962) საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
საგულისხმოა მისი ღვაწლი საბავშვო მწერლობის განვითარებაში. ბავშვთა საყვარელი ლექსები გახდა ,"დილა მშვიდობისა", "ჯეჯილში", "ჩიტო–ჩიტო", "კიკლი–კიკლი კიბესა" და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ გადამუშავებული ზღაპრები – "ირმისა", "კომბლე". თარგმნა და გამოსცა ლიტერატურული ზღაპარი "მზის დამხსნელი", შარლ დე კოსტერის "ულენშპიგელის ლეგენდა". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, სლოვაკურ და სხვა ენებზე.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.278
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1973 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ლაურეატი
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- შენ გიგალობ, პატარავ! (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1997. - 88გვ.
- კიკლი კიკლი (ავტორი). - თბილისი, გულანი, 1991. - 13გვ.
- დედას ჩიტი : პიესა სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 51გვ.
- ისწავლე ანა-ბანაო : ლექსები სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 56გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000891/