სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
რეზო ადამია 1938წ. მხატვარი, პედაგოგი, დაბ. სამეგრელო ქ, სენაკი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ადამია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

რეზო ადამია 1938წ. მხატვარი, პედაგოგი, დაბ. სამეგრელო ქ, სენაკი.

რეზო ადამია (დაბ.1938)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1970 წელს.

1969-1971წწ. მუშაობდა თბილისის 50-ე საშუალო სკოლის ხატვის მასწავლებლად; 1974-1988წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორად, მეცნიერ-თანამშრომლად. გამოფენებში მონაწილეობს 1966 წლიდან. არის ავტორი ნამუშევრებისა: "მეთევზის ოჯახი", "მევენახეები" (1970), "ვაზო ქართულო" (1971), "მეცხვარეეები" (1972-1973), "ჩემი სოფელი" (1973), "მუსიკის წყარო", "ექსკურსია მუზეუმში" (1975), "მაწვნის გამყიდველი", "ჭირნახული", "უკანასკნელი ომის საშიშროება" (1976), პეიზაჟების სერიისა "სამეგრელო" (1975-1998);


ხელოვნების მოღვაწეთა და მწერალთა პორტრეტების სერიისა და სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში შეწირული ხატებისა. გამოფენები: პერსონალური - სენაკი (1986), თბილისი (1987, 1997), საფრანგეთი, პარიზი, ნორმანდია, ქ. პორტ ბაი (1997), აზერბაიჯანში, იაპონიაში, ინგლისში, პოლონეთში, რუსეთში, სომხეთში (1970-1997). საერთაშორისო - ქ. დიჟონი (1997); პარიზი - გალერეა "ნატალი", "კავკასიის სახლი", გალერეა "სტელა" (2003-2004); თბილისი - საჯარო ბიბლიოთეკა, "მზე და პარიზული დღესასწაული" (2005); პარიზი, ორი პერსონალური გამოფენა (2005-2006); თბილისი - საჯარო ბიბლიოთეკა, "მზე ნათელი პარიზი" (2006). ხელმძღვანელობდა ძველი სენაკის მაცხოვრის და მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის სალხინოს (დადიანისეული) ეკლესიების საქველმოქმედო აღდგენის ორგანიზაციას. ფოთის, ხობის, სენაკის ეპარქიის დავალებით მუშაობს ნოქალაქევის ორმოც მოწამეთა ეკლესიის აღდგენის ორგანიზებაზე. არის ესეებისა და ნოველების ავტორი; ეგრისის, კავკასიის ხალხთა და ეროვნული აკადემიების აკადემიკოსი; საქართველოს მხატვართა კავშირის სენაკის განყოფილების ხელმძღვანელი; თავადაზნაურთა საზოგადოების საორგანიზაციო კომისიის წინამძღოლი; ქ. დიჟონის საერთაშორისო გამოფენის საპატიო დიპლომის მფლობელი (1997).  ფერმწერი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.17; kvira.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1980-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ალექსანდრე ადამია 1886-1937წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქუტირი (ხონი)

2 0

ადამია

1 0

ადამია გენო აკაკის ძე 1936-93წწ საქართველოს გენერალი დაბ. სენაკი სამეგრელო

1 0


+ ვიდეო. გაინტერესებთ იცის თუ არა საზოგადოებამ გამოჩენილ ადამიანებზე? მაგალითად თითქმის უცნობი მსოფლიო რეკოსმენი ბაგირზე ცოცვა 1200 ასვალა ჩამოსვლა ფეხების გარეშე 10სთ-ში

1 0

მამუკა ადამია 1956-1993წწ გარდ. თბილისი ვეტერანი დაბ. სოხუმი.

2 0

დავით ადამია 1959-97წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ.ფშავი გულრიფში აფხაზეთი

2 0


არიადნა ადამია 1920-1993წწ დაკარგ. სოხუმი აფხაზი დაბ. სენაკი.

2 0


თენგიზ ადამია 1966-93წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი სკორპიონი დაბ. გულრიფში აფხაზეთი

3 0


რობერტ შალვას ძე ადამია 1933-2011წწ. მექანიკოსი და მანქანათმშენებელი, აკადემიკოსი. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


ადამია საბა დაბ. 31.05.2006წ. ძალოსნობა

2 0

3 5 3

ნუკრი ადამია ევროპის პრიზიორი კრივი ფოთი

1 0

0 0 1


ნოე პეტრეს ძე ადამია 1917-1942წწ სამამულო ომის გმირი, 24 წლის. მათხოჯი, ხონი, იმერეთი.

1 0