ივანე (ვანო) მერაბიშვილი (დ. 15 აპრილი, 1968, სოფ. უდე, ადიგენის რაიონი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. 2012 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.