მერაბ მერაბიშვილი დაიბადა ნიჩბისში 3 სექტემბერი, 1946წელს
დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს (საკომპოზიტორი).
1965 წლიდან იყო თბილისის N7 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ფორტეპიანო, ანსამბლი); თხზულებები, მიუზიკლები: საბავშვო – "სათაგური", "პეპლები", "ნაცარას დღეობა", "ახალი წელი", მუსიკა თოჯინების თეატრისთვის(20–მდე), "ვოკალიზი" სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(პირველი შესრულება, სოლისტი ლ. კალმახალიძე, დირიჟორი ჯ. კახიძე), 3 ვარიაცია ვალტორნისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, პიესები სიმფონიური ორკესტრისათვის; კონცერტები: საფორტეპიანო, კონცერტინო ფლეიტისა და კამერული ორკესტრისათვის; კამერულ–ვოკალური: ვოკალური ციკლი "მთის სიმღერები"; კამერულ–ინსტრუმენტული: ალტის სონატა, საფორტეპიანო "მხიარული ატრაქციონი" (1995, პირველი შესრულება), საფორტეპიანო პიესები, კვინტეტი, "სოფლის ჩანახატები" სასულე ინსტრუმენტისთვის, რაფსოდია საყვირისა და ფორტეპიანოსათვის; ანსამბლები: მოსწავლეთათვის(სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის), გუნდები, საესტრადო სიმღერები, საბავშვო და საყმაწვილო, სოლო და საანსამბლო სიმღერები.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 318
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
მოსკოვის სტუდენტთა კონკურსი, II პრემია ვოკალური ციკლისთვის "მთის სიმღერები"
მარჯვნიდან. ალექსი მაჭავარიანი, მერაბ მერაბიშვილი, გიორგი მერაბიშვილი ხალხური საკრავები, დაბადებულია ხაშურში 1980წლის 26 იანვარს