სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12276

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დავით გველესიანი 1890-49წწ მხატვარი, სოფ. მანგლისი. თეთრი წყარო, ქვემო ქართლი.

1890-1949 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გველესიანი სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

დავით გველესიანი 1890-49წწ მხატვარი, სოფ. მანგლისი. თეთრი წყარო, ქვემო ქართლი.

დავით გველესიანი (1890-1949)  ფოტო გალაქტიონის პორტრეტი



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თეთრიწყაროს რაიონი,  სოფელი მანგლისი.


 სწავლობდა თბილისის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1906–1907 წლებში. 1911 წელს დაამთავრა ვაჟთა I გიმნაზია. 1912–1914 წლებში სწავლობდა  მოსკოვის უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.

1932–1949წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1919 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ხატავდა თბილისის ძველ უბნებს. ავტორია ფანქრით დახატული სურათების სერიისა  "ძველი თბილისი" 1921–1930წწ. მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: "ანჩისხატის ეკლესია" (1920 წელი, თბილისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი),  "ძველი თბილისი–ნარიყალას უბანი" (1930 წელი), ი. ნიკოლაძის პორტრეტი (1937). ორივე ნამუშევარი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.607




გალაქტიონის პორტრეტი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 10.07.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 26.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


გველესიანი აბიბოს (ვახტანგ) მალხაზის ძე დაბ. 1991 წ. ბერდიაკონი, ყვარლის სამეუფეო რეზიდენცია დაბ. ლაგოდეხი

2 0

გველესიანი - გვარის 21 ღვთისმსახური

1 0

ალექსანდე გველესიანი ნიკოლოზის ძე (1857-1920 შემდ.) რუსეთის გენერალი დაბ. სოფ. ჭალადიდი ხობი სამეგრელო

2 0


დათო გველესიანი 1967-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაკრძ. კუკია თბილისი.

2 0

რომანოზ გველესიანი 1859-1884წწ გარდ. 25 წლის. მხატვარი, სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. ნახატები ინახება ხელოვნების მუზეუმში (თბილისი). დაბ. სოფ. შალაური თელავი კახეთი

1 0


ნიკოლოზ (კოლია) გველესიანი მისტერ რუსეთის იმპერია 1915წ დაბ. შროშა ზესტაფონი

3 0

გიორგი გველესიანი დ.1997წ. ევროპის პრიზიორი, ძიუდო. 2014, ათენი, საბერძნეთი. მწრთვნელი გურამ მოდებაძე. წარმ. თელავი

1 0

3 3 3