სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ნიკოლოზ (კოლია) გველესიანი მისტერ რუსეთის იმპერია 1915წ დაბ. შროშა ზესტაფონი ნიკოლოზ (კოლია) გველესიანი მისტერ რუსეთის იმპერია 1915წ დაბ. შროშა ზესტაფონი ნიკოლოზ (კოლია) გველესიანი მისტერ რუსეთის იმპერია 1915წ დაბ. შროშა ზესტაფონი
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი გველესიანი სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

86       ბეჭდვა

ნიკოლოზ (კოლია) გველესიანი მისტერ რუსეთის იმპერია 1915წ დაბ. შროშა ზესტაფონი

ნიკოლოზ (კოლია) გველესიანი


სტატია კვირის პალიტრა

"კოლია დიდი მექალთანე ყოფილა"


რეჟისორ გიორგი შალუტაშვილს საინტერესო თემები არ ელევა. ამჯერად თავისი ბებიის, ოლგა გელაშვილის მონათხრობი გაიხსენა. ეს უკანასკნელი თავად შესწრებია კონკრეტულ ამბავს:


- სამწუხაროდ, დამადასტურებელი დოკუმენტი არ მაქვს, მაგრამ კარგად მახსოვს, ბებიამ რომ გვიამბო XX საუკუნის დასაწყისში, სავარაუდოდ, 1910-15 წლებში, პეტერბურგში გამართულ მამაკაცებს შორის სილამაზის კონკურსზე. კონკურსი რუსეთის იმპერიის მასშტაბით ჩატარებულა, ეს კი, ფაქტობრივად, ევროპის კონკურსს უტოლდებოდა, რადგან იმხანად პოლონეთიც, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც, ფინეთიც, კავკასიაც და კიდევ რამდენიმე ქვეყანა

რუსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ კონკურსში პირველი ადგილი აუღია ოსი წარმომავლობის მამაკაცს, მეორე ადგილზე კი ქართველი ნიკოლოზ (კოლია) გველესიანი გასულა. ამაზე მთელი ბორჯომის ხეობა ლაპარაკობდა.


- რატომ მაინცდამაინც ბორჯომის ხეობა?

- კოლიას ბიძაშვილი - ჩემი დიდი ბებია, ანუ ბებია ოლგას დედა აგრაფინა გველესიანი წაღვერში იყო გათხოვილი, თვითონ კოლია გველესიანი კი სოფელ შროშიდან იყო და ხაშურში თუ გორში ცხოვრობდა. ბიძაშვილებს დიდი სიყვარული და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონიათ და კოლიაც ხშირად სტუმრობდა აგრაფინას. მაღალი, საოცრად წარმოსადეგი, ახოვანი კაცი ყოფილა. ბებია გვიყვებოდა: ჩვენთან რომ მოვიდოდა, ბავშვები გატრუნულები, მოწიწებით შევცქეროდით. მაგრამ თუ რამეზე გულიანად გადავიხარხარებდით, იმ წუთას მკაცრად გადმოგვხედავდა და შენიშვნას მოგვცემდა: პირდაღებული რომ იცინით, ნაოჭები გაგიჩნდებათ და ძალიან მალე დაბერდებითო.


კოლია დიდი მექალთანე ყოფილა. ბორჯომში თქმულებასავით ჰყვებოდნენ: როდესაც გზაზე ნაბად შემოხურული მამაკაცი გაივლის, ნაბდის ქვეშ კი სამი წყვილი ფეხი მოსჩანს, არ უნდა შეგეშინდეს, - უნდა მიხვდე, რომ კოლია გველესიანი მოდის, აქეთ-იქით კი ქალები ჰყავს ჩახუტებულიო.


ოლგა ბებია გულისტკივილით იხსენებდა, ჭაკებმა (ქალებს გულისხმობდა) დამიღუპეს ბიძაო. "ჭაკებს" ბებია კოლიასგან დაფეხმძიმებულ შვიდ ქალს უწოდებდა, ბიძამისს სასამართლოში რომ უჩივლეს. მართალია, ხაშურის სასამართლომ კოლია, რომელიც ქალებს არაფერს დაჰპირებია და არავინ მოუტყუებია, გაამართლა, მას განაჩენი ერთ-ერთმა საყვარელმა გამოუტანა: მოწამლა. იმხანად კოლია გველესიანი 30-35 წლისა იყო. სამწუხაროდ, ამ კაცზე მეტი არაფერი ვიცით, მხოლოდ ერთადერთი ფოტო შემოგვრჩა. თუ ვინმე დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის, ძალიან დაგვავალებს.


ესაუბრა ირმა ხარშილაძე

https://www.kvirispalitra.ge/history/34209-vin-iyo-pirveli-qarthveli-mamakaci-romelmac-silamazis-konkursshi-gaimarjva.html?add=1&all=1&add_new=0&reply=0#comments


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.09.2021
ბოლო რედაქტირება 12.12.2022
სულ რედაქტირებულია 2




გველესიანი აბიბოს (ვახტანგ) მალხაზის ძე დაბ. 1991 წ. ბერდიაკონი, ყვარლის სამეუფეო რეზიდენცია დაბ. ლაგოდეხი

2 0

გველესიანი - გვარის 21 ღვთისმსახური

1 0

ალექსანდე გველესიანი ნიკოლოზის ძე (1857-1920 შემდ.) რუსეთის გენერალი დაბ. სოფ. ჭალადიდი ხობი სამეგრელო

2 0


დათო გველესიანი 1967-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაკრძ. კუკია თბილისი.

2 0

რომანოზ გველესიანი 1859-1884წწ გარდ. 25 წლის. მხატვარი, სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. ნახატები ინახება ხელოვნების მუზეუმში (თბილისი). დაბ. სოფ. შალაური თელავი კახეთი

1 0


დავით გველესიანი 1890-49წწ მხატვარი, სოფ. მანგლისი. თეთრი წყარო, ქვემო ქართლი.

1 0


გიორგი გველესიანი დ.1997წ. ევროპის პრიზიორი, ძიუდო. 2014, ათენი, საბერძნეთი. მწრთვნელი გურამ მოდებაძე. წარმ. თელავი

1 0

3 3 3