
დეკანოზი ზურაბი ( გველესიანი) დაიბადა 1983 წლის 17 ივლისს.
დიაკვნად კურთხევა 2008 წლის 6 აპრილი.
მღვდლად კურთხევა 2009 წლის 21 ივნისი.
დეკანოზის ხარისხში აყვანა 2019 წლის 8 დეკემბერი.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა 2023 წლის 13 დეკემბერს.
ამჟამად მღვდელმსახურებას აღასრულებს საჩხერის წმ. ნინოს სახელობის საკათედრო, თაბაგრების მთავარანგელოზთა სახელობის, ზედა რგანის წმ. გიორგის სახელობის, ბუნიკაურის მთავარანგელოზთა სახელობის, წინსოფლის წმ. გიორგის და ჭილოვანის მაცხოვრის ამაღლების ტაძრებში.
გველესიანი ზურაბ დეკანოზი, ოქროს ჯვარი, 2019წ. ჭიათურის და საჩხერის ეპარქია, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 2022წ
საპატრიარქოს უწყებანი N13 10-16აპრილი 2008წ გვ. 8
ხელდასხმა
6 აპრილს მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში ცხუმ-აფხაზეთის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონს გიორგი გოგოლაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ზურაბ გველესიანი. მღვდელი გიორგი ზოდის წმინდა გიორგის სახე-ლობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა; დიაკონი ზურაბი კი სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.12
21 ივნისს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთისა მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვან ზურაბ გველესიანს. მღვდელი ზურაბი საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

2026 წლის ფოტო, ავტორი გიორგი ხარატიშვილი;
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 50
დეკანოზი ზურაბი (გველესიანი) დაიბადა 1983 წლის 17 ივლისს ქ. ჭიათურაში. სწავლობდა მე-10 საშუალო სკოლაში. ოჯახური პირობების რამდენჯერმე მოუწია გამო სკოლის გამოცვლა და 2000 წელს დაამთავრა
ჭიათურის ქართული გიმნაზია.
1998 წელს დაიწყო მსახურება წმ. ნინოს ეკლესიის სტიქაროსნად, მგალობლად და მედავითნედ. ამ დროს ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი და მისი კურთხევით და მოძღვრის რეკომენდაციით ჩააბარა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სასულიერო სემინარიაში.
2002 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 2005 წელს. ამავე წელს დაქორწინდა. ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.
მიტროპოლიტმა დანიელმა 2008 წლის 6 აპრილს – დიაკვნად, ხოლო 2009 წლის 21 ივნისს მღვდლად აკურთხა და დაადგინა საჩხერის წმ. ნინოს საკათედრო ტაძარში. ასევე მიტროპოლიტის კურთხევით ჩაიბარა და
მსახურება განაახლა ჭიათურის რამდენიმე სოფელში: ზედა რგანის წმ. გიორგის, სარქველეთუბნის მთავარანგელოზთა, წინსოფლის წმ. გიორგისა და თაბაგრების მთავარანგელოზთა ეკლესიებში. მოგვიანებით მსახურება დაიწყო სოფ. ჭილოვანის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში.