სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, წინაძღვარი მაღლაკელიძე სტეფანე ( ელგუჯა) დავითის ძე,  ეკლესიის საძმო ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, წინაძღვარი მაღლაკელიძე სტეფანე ( ელგუჯა) დავითის ძე,  ეკლესიის საძმო
ბმულის კოპირება



გვარი მაღლაკელიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

404       ბეჭდვა

ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, წინაძღვარი მაღლაკელიძე სტეფანე ( ელგუჯა) დავითის ძე, ეკლესიის საძმო

ქვედა გორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იმერეთის მხარეში, ვანისმუნიცი პალიტეტის სოფელ ქვედა გორაში მდებარეობს. იგი XIX საუკუნის ჯვარგუმბათოვანი, ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძარია, რომელიც აღმოსავლეთით გარეთ გამოსული აფსიდით სრულდება. ნაგებობას აქვს წრიული, რვასარკმლიანი გუმბათი.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1905 წელს.დასრულდა 1914 წელს.ტაძღის ეზო შემოღობილი ყოფილა ტრიფოლიანთით, რომლის ნერგიც ვინმე ჩიკვაიძეს გადმოუტანია ბაღდათის სოფელ წითელხევიდან. თავდაპირველად ტაძრის მშენებლობას მეთვალყურეობდა  ბასილა, ილარიონ ზარაძის მამა.მომდევნო ხელმძღვანელი იყო სარდიონ აბრამალაძე და შემდეგ ალექსანდრე აბრამალაძე.გადმოცემის თანახმად ტაძრის მშენებლობისას დაღუპულა ერთ-ერთი მუშა, რომელიც განისვენებს ტაძრის სამხრეთით მდებარე კარებთან და მის საფლავზე არის აგებული თლილი ქვის ჯვარი.

ტაძარში ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად მსახურობდა ანიქტო ხუნდაძე რომელიც ამავე დროს იცავდა ტაძარს ბოლშევიკებიდან. თუმცა 1937 წელს მათ მაინც დაარბიეს ტაძარი(სავარაუდოდ ეს იყო როხის მკვიდრი, ზეინდრის თემის თავმჯდომარე). მათ გაანადგურეს ტაძარი,ჩამოაგდეს ორივე ჯვარი (გადმოცემით ჩააბეს თოკი და გადატეხესო). ამავე წელს ტაძარი რაიკომის დავალებით, ტაძარი გადააკეთს კინოს დარბაზად. მარტო ანიქტო ხუნდაძე ვერაფერს გახდა.

1941 წელს ზარი, რომელიც გახმოვანების მხრივ იმერეთში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფრონტზე წაიღეს გადასადნობად. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ტაძრის გაძარცვა. ჩამოიღეს ხატები და უკანა გადაბრუნებული მხრით გამოიყენეს იატაკებად. ხოლო ტაძრის პირველი საფეხურები რომლებიც ახლაც აკლია ადგილობრივმა მაცხოვრებელმა წაიღო სახლის კიბედ.ამბობენ ტაძრის მძარცველები არ დაინდო განგებამ და სულ ახალგაზრდები გარდაიცვალნენ ომში, ან ადგილზე.ან ჭკუიდან გადავიდნენო.

ინფორმაცია შეგროვებულია 2000 წელს ნოემბერში ვალერიან ამბროსის ძე გიორგაძის გამოკითხვით.


ამჟამად 3 წელია მიმდინარეობს ტაძრის სრული რეაბილიტაცია.რეაბილიტაციას ფინანსურად მთლიანად უზრუნველყოფს ადგილობრივი ალექსანდრე გიორგაძე. რომლის დახმარებითაც  მოხდა ტაძრის განახლება, გამოიცვალა სახურავი ( აწვიმდა), მოპირკეთდა იატაკი მარმარილოს ქვით,შეიცვალა ტრაპეზის ქვა, კანკელი, კარ-ფანჯარა. განახლდა კიბე,სრულად მოიხატა მთლიანად ტაძარი. შეიცვალა დაზიანებული ზარი და ახლა უკვე სამი ზარი აქვს ტაძარს.

აშენდა და სრულად მოეწყო ტაძრის კელია. დაგეგმილია სტოას მოზაიკით გაკეთება, შესასვლელი გზისა და ღობის  გაკეთება.


გორის მთავარანგელოზთა ეკლესია. (ვანის მუნიციპალიტეტი).

მომსახურე ღვთიმსახურები

1812-1827წწ გამრეკლიძე ბესარიონ ქველის ძე გარდ. 16.06.1847.

1847-1853წწ მებურიშვილი ქრისტეფორე გრიგოლის ძე

1853-(1868)წწ გამრეკლიძე დავით ბესარიონის ძე.

1880-1902წწ ნადირაძე ბესარიონ ოქროპირის ძე გარდ. 28.05.1915:

1902-(1912)წწ ნადირაძე გრიგოლ ბესარიონის ძე.

1916-1917წწ საკანდელიძე ივლიანე.

მაღლაკელიძე სტეფანე ( ელგუჯა) დავითის ძე, დეკანოზი.დაბ.1979წ. სოფელი ზეინდარი, ვანი. დიაკვანი 2010წლიდან, მღვდელი 2012წლიდან. 2012-2016 ვანის,სოფელ სალომინაოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი.დეკანოზი,ოქროს ჯვრის ტარების უფლება 2022 წლიდან, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება 2023 წლიდან. 2016 წლიდან ვანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის  ტაძრის წინამძღვარი.

მამა სტეფანეს ულამაზესი ოჯახი მეუღლე კოპლატაძე მაია პროკოფის ასული. დაბ. 1981 წლის 4 აგვისტო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ნაგომარი, შვილები დავითი, ანასტასია და ანდრია

მაღლაკელიძე გვარის ღვთიმსახურები:

მაღლაკელიძე ამბროსი მღვდელმონაზონილ მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23

მაღლაკელიძე გრიგოლ (გიორგი) პავლეს ძე 1817-1849წწ. სანახშირის წმ. გიორგის ეკლესია, გარდ 13 სექტებმერი 1849წ.

მაღლაკელიძე დავით  დიაკონი, უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირი, მოსახსენებელი 2008წ. გვ.75

მაღლაკელიძე ვახტანგ  დეკანოზი, ღანირის და გვიშტიბის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი. ხონისა და სამტრედიის  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.71

მაღლაკელიძე თამარი  მონაზონი , მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 31

მაღლაკელიძე სოფრომ  გრიგოლის ძე, 1855-1893წწ. სანახშირის წმ. გიორგის ეკლესია.



აბრამალაძე გიორგი მიხეილის ძე  მთავარსტიქაროსანი, დაბადებულია 24 თებერვალი 1996 წელს, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი  (ვანი)  2024 წ.

აბრამალაძე ეკა გიორგის ასული დაბ. 08.01.1980 წელი მედავითნე, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი  (ვანი) 2024 წ.

აბრამალაძე აბო შოთა ძე 2013 24 ოქტომბერი სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი  (ვანი)  2024 წ.

აბრამალაძე ილია კახას ძე 2015წლის 4 იანვარი სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი  (ვანი)  2024 წ.


ადეიშვილი ალექსანდრე ზურაბის ძე 29/12/1989 სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი  (ვანი)  2024 წ.

ადეიშვილი ლაზარე ალექსანდრეს ძე 27/02/2016 სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი  (ვანი)  2024 წ.



ბიბიჩაძე ზურა ირაკლის ძე 10 ივნისი 2014 წელი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი  (ვანი)  2024 წ.



გამრეკლიძე გიგა არჩილის ძე 15 აგვისტო 1973წელი სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ.


გაბუნია კვირიკე ალექსანდრეს ძე 27 ივლისი 2005 წელი სტიქაროსანი,  ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ. გვარის 20 ღვთისმსახური

გიორგაძე ავთანდილ ზაზას ძე დაბ. 2002წ. 10 აპრილი სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ. გვარის 39 ღვთისმსახური.


გველესიანი ლიუსია ტარასის ასული დაბ. 19 მარტი 1942წელი მესანთლე, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ. გვარის 18 ღვთისმსახური



ზაქრაძე ნიკოლოზ ბუბას ძე დაბ. 22 მაისი 2015წ. სტიქაროსანიმ,,ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ.

მაღლაკელიძე ანდრია, 2016 წლის 21 ივნისი სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ. გვარის 8 ღვთისმსახური

მინდელი გოგიტა როლანდის ძე დაბ. 1976 29 ივნისი სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ. გვარის 10 ღვთისმსახური


ლილუაშვილი როდამი ალექსანდრეს ძე 1942წლის 2 ივნისი სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ.

ყობანეიშვილი ალექსანდრე როდამის ძე დაბ. 30 დეკემბერი 1983 წელს სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ.

ჩაკვეტაძე ნოდარ ემზარის ძე დაბ. 1985 წლის 10 მარტი სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ. გვარის 11 ღვთისმსახური


ქარჩხაძე მათე ფრიდონის ძე დაბ. 13 თებერვალი 2010 წელს სტიქაროსანი, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.03.2024
ბოლო რედაქტირება 29.04.2024
სულ რედაქტირებულია 17

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.05.2024
სულ რედაქტირებულია 2



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0