კარლ ფიოდორის ძე კნორინგი, იხსენიება ასევე, როგორც კნორინგ მე-2 (რუს. Карл Фёдорович фон Кнорринг, Кнорринг 2-й; დ. 22 მაისი, 1746 — გ. 12 თებერვალი, 1820, მოსკოვი)—საქართველოში 1802 წ. 8 მაისი - 1802 11 სექტემბერი პიოტრ კოვალევსკისთან ერთდ. ბარონი, რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოხელე, გენერალ-ლეიტენანტი, ასტრახანის გუბერნიის გენერალ-გუბერნატორი (1799–1802), საქართველოში რუსეთის ჯარების პირველი მთავარსარდალი და საქართველოს გუბერნიის მმართველი 1801-1802 წლებში. რუსეთის არმიის ინფანტერიის-გენერლის ბოგდან კნორინგისა (კნორინგ 1-ლი) და გენერალ-მაიორის ოტტო კნორინგის (კნორინგ მე-3) ძმა.