ივან ვასილის ძე გუდოვიჩი (დ. 1741 — გ. 22 იანვარი, 1820, ოლგოპოლი) — გრაფი (1797),
საქართველოში ივნისი -1806 - თებერვალი 1809 წწ. რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, საქართველოს მთავარმართებელი 1806–1809 წლებში, მოსკოვის მთავარსარდალი 1809-1812 წლებში.
იყო რუსეთ-ოსმალეთის სამი ომის მონაწილე. 1791 წელს 25 ათასიან გარნიზონთან ერთად აიღო ანაპა. 1806 წლის 2 ივნისს დაინიშნა საქართველოს მთვარსარდლად და საქართველოს გუბერნიის მმართველად. საქართველოს მმართველობის დასაწყისში მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც ირანის, ისე თურქეთის წინააღმდეგ ომში, რაც მისთვის ფელდმარშლის ჩინის მინიჭებით აღინიშნა. თუმცა მან 1806–1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1808 წელს ერევანთან მძიმე მარცხი იწვნია, რასაც მისი გადაყენება მოჰყვა.
საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა 1806 წლის 8 თებერვალს, ხოლო 1809 წლის 5 მარტს ჩაანაცვლეს კავალერიის გენერალ ალექსანდრ ტორმასოვით.