ნიკოლაი თედორეს ძე რტიშჩევი (1754—8 იანვარი 1835) Николай Фёдорович Ртищев
— რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 16 თებერვალი 1812 - 9 აპრილი 1816 წწ. მისი მთავარი დამსახურება საიმპერატორო კარის წინაშე კახეთის აჯანყების ჩახშობა და ირანთან დადებული გულისტანის ზავი იყო.
რტიშჩევმა ნაწილობრივ განახორციელა ფილიპ პაულუჩის რეფორმების პროექტი, კერძოდ, გაააუქმა მაზრის კაპიტან-ისპრავნიკის თანამდებობა, სანაცვლოდ ზედამხედველის თანამდებობა შემოიღო და ამ თანამდებობაზე სახელმწიფო მოხელედ ქცეული ქართველი თავადები დანიშნა. საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა 1812 წლის 16 თებერვალს, ხოლო 1816 წლის 12 სექტემბერს მან თანამდებობიდან გადადგომა ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98_%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98