ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვი (რუს. Алексе́й Петро́вич Ермо́лов; დ. 4 ივნისი [ძვ. სტ. 24 მაისი], 1777, მოსკოვი — გ. 23 აპრილი, 1861, იქვე) — რუსი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე, 1790-1826 წლებში რუსეთის მიერ წარმოებული ომების მონაწილე, ბოროდინოს ბრძოლის გმირი, ინფანტერიის გენერალი (1818), არტილერიის გენერალი (1837), საქართველოს მთავარმართებელი აპრილი 1816 - 3-27 მარტი 1827 წწ. და მემუარების ავტორი.