ბარონი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი (დ. 30 სექტემბერი, 1782 — გ. 18 აგვისტო, 1841) — რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 13 სექტემბერი 1831 - 30 ნოემბერი 1837 წწ. წლებში. ის შეეწინააღმდეგა საქართველოში სათემო მმართველობის შემოღებას. მისივე აზრით, რუსული მმართველობის და კანონმდებლობის გავრცელება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ხუთ მაზრაში იყო შესაძლებელი. იმერეთი, გურია და ახალციხის ოლქი კი გარდამავალი პერიოდის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელში უნდა დარჩენილიყო. 1837 წელს ნიკოლოზ I-ის კავკასიაში ვიზიტისას, სენატორმა პავლე განმა მხარის მმართველობის მდგომარეობა იმპერატორს მუქი ფერებით დაუხატა. ბარონი გრიგოლ როზენი დაუყოვნებლივ გაიწვიეს და მთავარმართებლად ევგენი გოლოვინი დანიშნეს.
ჩაირიცხა ლეიბ-გვარდიიდ პრეობროჟენსკის პოლკში სერჟანტად (6 მარტი 1789).