სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
მიხეილ ვორონცოვი(1782-1856) კავკასიის მთავარმართებელი რუსეთი
ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

430       ბეჭდვა

მიხეილ ვორონცოვი(1782-1856) კავკასიის მთავარმართებელი რუსეთი

მიხეილ ვორონცოვი (რუს. Михаи́л Семёнович Воронцо́в; დ. 30 მაისი [ ძვ. სტ. 19 მაისი]1782 — გ. 18 ნოემბერი [ ძვ. სტ. 6 ნოემბერი]1856ოდესა) — საქართველოში  27 დეკემბერი 1844 - 1 მარტი 1854წწრუსი თავადი და გენერალ-ფელდმარშალი, ცნობილი მისი წარმატებებით ნაპოლეონის ომებში, სახელი გაითქვა რუსეთის კავკასიის დაპყრობის ომების წინამძღოლობით (1844-1853).

გრაფი სემიონ ვორონცოვის ვაჟმა და იმპერიის კანცლერის ალექსანდრე ვორონცოვის ძმის შვილმა, ბავშვობა და სიყმაწვილე მამასთან ლონდონში გაატარა, სადაც ბრწყინვალე განათლება მიიღო. 1803-1804 წლებში კავკასიაში მსახურობდა პავლე ციციანოვისა და გულიაკოვის ქვეშევრდომად, და ბედზე გადაურჩა ზაქათალაში მომხდარ უბედურ შემთხვევას (15 იანვარი, 1804). 1805-1807 წლებში ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში მსახურობს; მონაწილეობს პუტლუსკისა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1809-1811 წლებში მონაწილეობს რუსეთ-თურქეთის ომში და თავს იჩენს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში.

1812 წელს ნაპოლეონის რუსეთზე თავდასხმისას ვორონცოვი მეთაურობდა პრინცი პეტრე ბაგრატიონის გრენადირთა შენაერთს. ბოროდინოს ბრძოლაში მისი დივიზია წინა ხაზზე იმყოფებოდა და მასზე იერიში მარშალი დავუს სამ დივიზიონს მიჰქონდა. ვორონცოვმა მტერზე რამდენიმე კონტრ-იერიში მიიტანა, თუმცა საბოლოოდ ამის გამო მის დივიზიაში 4000 ჯარისკაციდან მხოლოდ 300-ღა გადარჩა. თავად ვორონცოვი დაიჭრა, თუმცა ძალ-ღონე მალევე აღიდგინა და არმიაში 1813 წელს დაბრუნდა. ამჯერად ახალი დივიზიის მეთაური დენევიცისა და ლაიპციგის ბრძოლებში იბრძოდა. 1814 წელს, კრაონთან, ის ნაპოლეონთან პირისპირ იბრძვის ერთი დღის განმავლობაში. 1815-1818 წლებში ვორონცოვი საფრანგეთის ოკუპაციის ძალთა მეთაური იყო.

1823 წლის 7 მაისს ვორონცოვი ახალი რუსეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს, ბესარაბიის ნამესნიკად, იმპერიის სამხრეთ პროვინციების გამგებლად. მას შეიძლება დაერქვას ოდესის შემქმნელი და ყირიმის ბენეფაქტორი — ორივე ადგილას მისი პრიწყინვალე რეზიდენცია არსებობს. მან პირველმა შემოიტანა შავ ზღვაზე თბომავალი 1828 წელს. იმავე წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829), სადაც მან დაჭრილი მენშიკოვი შეცვალა ვარნის ალყის ძალების მეთაურად, რომელიც 28 სექტემბერს აღებულ იქნა კიდეც. მისი უდიდესი მონდომებითა და მცდელობით მოხერხდა თურქეთში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის კავკასიაში და რუსეთში გავრცელებისგან თავის არიდება.

შესაძლოა ყველაზე გახმაურებული ისტორია მის შესახებ იყოს მისი მეუღლის (გრაფინია ბრანიცკა) ურთიერთობა ალექსანდრე პუშკინთან ვორონცოვის ოდესაში ყოფნის პერიოდში, რამაც რუსულ ლიტერატურას ყველა დროის საუკეთესო პოემები შესძინა.

1844 წლის 27 დეკემბრიდან 1854 წლის 29 ნოემბრამდე იყო კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი. მისი დამსახურებისთვის შამილის წინააღმდეგ ბრძოლასა და ჩეჩნეთის გაუვალ ტყეებში გადახდენილ სიძნელეებში თავდადებისთვის მას პრინცის წოდება მიენიჭა. 1848 წელს მას უკვე დაღესტნის ორი-მესამედი ჰქონდა დაპრყობილი, ხოლო რუსების პოზიციები კავკასიაში კი საგრძნობლად გაუმჯობესდა. 1853 წლის დასაწყისში ვორონცოვს გადადგომის უფლება მიეცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 1856 წელს ის ფელდმარშალი გახდა, და იმავე წელს გარდაიცვალა ოდესაში.კავკასიაში მთავარმართებლობის დროს ვორონცოვი ემსახურებოდა მისი კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად. მეთოდურად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში და სხვა. ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო, სხვა მოხელთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. არსებობს ე. წ. „თავად ვორონცოვის არქივი“, რომელიც შეიცავს XVIII-XIX საუკუნეების რუსეთის თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეების საგვარეულო საბუთებს. არქივში შემონახულია XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობის ამსახველი ცნობები. მასალა დაცულია მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ვლადიმირის, ყირიმის, ოდესის არქივებსა და ბიბლიოთეკებში.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A_%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 25.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0