სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი (1838-1907) კავკასიის მეფისნაცვალი ვლადიმირი რუსეთი
ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

380       ბეჭდვა

გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი (1838-1907) კავკასიის მეფისნაცვალი ვლადიმირი რუსეთი

გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი (რუს. Григорий Сергеевич Голицын; დ. 1838ვლადიმირის გუბერნია — გ. 1907) — კავკასიის მთავარმართებელი დეკემბერი 1896 - 1 იანვარი 1905წწ.რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი, გენერალადიუტანტი.

განათლება მიიღო პაჟთა კორპუსში და გენშტაბის ნიკოლოზის აკადემიაში. მსახურობდა კავკასიის არმიის მთავარ შტაბში. მეთაურობდა სხვადასხვა ნაწილებს, მათ შორის გრენადერთა მე-14 ქართულ პოლკს. 1885 წელს გახდა სენატორი. 1893 წელს დანიშნეს სახელმწიფო საბჭოს წევრად. გოლიცინი, როგორც რუსული კოლონიური რეჟიმის ტიპური წარმომადგენელი, უხეში ფორმებით ცდილობდა ამ რეჟიმის ინტერესების ცხოვრებაში გატარებას. იგი გულმოდგინედ ადგენდა ამიერკავკასიაში ეგრეთ წოდებული „ჭარბი მიწების“ სიებს სოფლების დასაარსებლად რუსეთიდან ამიერკავკასიაში გადმოსახლებულთათვის. 1898 წლის 28 სექტემბერს გოლიცინმა დაამტკიცა საგადასახადო საკითხებთან დაკავთემშირებული „დროებითი წესები“, რომელშიც იგი მთლიანად უგულებელყოფდა ადგილობრივ მცირემიწიანი მოსახლეობის უფლებებსა და ინტერესებს. მის მიერ შედგენილი დოკუმენტები მოწმობს რუსეთის იმპერიის მიგრაციული პოლიტიკის რეაქციულ არსს. გოლიცინის პოლიტიკა იმდენად აღიზიანებდა ამიერკავკასიის ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მას თავს დაესხნენ და დაჭრეს, რის შემდეგაც საიმპერიო ხელისუფლება იძულებული გახდა 1905 წლის დასაწყისისათვის იგი კავკასიიდან გაეწვია.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A_%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0