სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი(1837-1916) კავკასიის მეფისნაცვალი პეტერბურგი რუსეთი

1837-1916 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

444       ბეჭდვა

ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი(1837-1916) კავკასიის მეფისნაცვალი პეტერბურგი რუსეთი

გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი (რუს. Илларион Иванович Воронцов-Дашков; დ. 27 მაისი1837პეტერბურგი — გ. 15 იანვარი1916ალუპკა) — რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოხელე, გენერალ-ადიუტანტი და კავალერიის


გენერალი. იყო მეფისნაცვალი კავკასიაში 126 თებერვალი 1905 - 23 აგვისტო 1915წწ.


Граф Ива́н Илларио́нович Воронцо́в-Да́шков


დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.


კავკასიის მეფისნაცვალი (1905–1915), კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი (1914–1915). გრაფი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე. კავალერიის გენერალი (1890). კავკასიაში თვითმპყრობელობის განმტკიცების პოლიტიკას ატარებდა. აწყობდა დამსჯელ ექსპედიციებს რევოლუციური გამოსვლების წინააღმდეგ. იყენებდა თავისი ხელშეწყობით შექმნილ შავრაზმულ ორგანიზაციებს. ხუცეს გოროდცოვის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის მიერ მთავრობის მხარდასაჭერად მოწყობილ მანიფესტაციას 1905 წლის 21–22 ოქტომბერს მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა თბილისში. ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხებს, კავშირი დაამყარა დაშნაკ ნაციონალისტთა ლიდერებთან და მათთან შეთანხმებით 1913 წლის ნოემბერში დაავალა სპეციალურ თათბირს განეხილათ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების თბილისის გუბერნიიდან გამოყოფისა და ცალკე სომხეთის გუბერნიის შექმნის საკითხი. თათბირმა, რომელშიც სომხებიც მონაწილეობდნენ, ეს წინადადება უარყო. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამიერკავკასიის რუსიფიკაციას. 1909 წელს დაისახა ამოცანა, ამიერკავკასიაში ჩამოესახლებინა ნახევარი მლნ. რუსი და მათი რაოდენობა, ნაცვლად 2,5 პროცენტისა, 15 პროცენტამდე გაეზარდა. ფართო კოლონიზაციის შედეგად 1908–1915წწ. საქართველოში გადმოასახლეს 66 ათასი კაცი, რომლებიც ადგილობრივი გლეხებისათვის ჩამორთმეულ მიწებზე დაასახლეს. მისივე ინიციატივით 1913 წელს კავკასიაში გატარდა კანონი დროებით ვალდებული გლეხების მიერ მიწის სავალდებულო გამოსყიდვის შესახებ. ამავე დროს, მეფისნაცვლის თანამდებობაზე ყოფნისას ზოგი რამ სასიკეთოც გააკეთა: 1907–1909წწ. თბილისში აშენდა გვირაბი, რომელმაც ბოტანიკური ბაღი ქალაქთან დააკავშირა, 1909 წელს გაიხსნა კ. ი. ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი (ახლანდელი კ. მარჯანიშვილის თეატრი); 1911 წელს - ბავშვთა საავადმყოფო და თბილისის ელექტროსადგური. ყოველივე ამის გამო თბილისის სათათბირომ 1913 წლის 25 ნოემბერს იგი ქალაქის საპატიო მოქალაქედ აირჩია. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.288





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 27.05.2023
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0